ამონარიდები ალფონს დოდეს მოთხრობებიდან…

“ამქვეყნად მრავლად მოიპოვება საბრალო ადამიანები,რომელნიც განწირულნი არიან თავიანთი ტვინის ხარჯზე იცხოვრონ”. – (ოქროსტვინიანი კაცის ლეგენდა)

* * *

“კარგადაა ნათქვამი,რომ ცარიელი კასრები საუკეთესო მგალობლები არიანო”. – (ღირსი მამა გოშეს ელექსირი)

* * *

“როგორ! მექრონიკის ადგილს გთავაზობენ პარიზის დიდ გაზეთში და შენ გამბედაობა შეგწევს უარი თქვა… ერთი შენს თავს შეხედე,საბრალო ადამიანო! შეხედე მაგ დახეულ ფლანელის პერანგს,მაგ დაძონძილ შარვალს,მაგ დალეულ სახეს,რომელიც შიმშილზე ღაღადებს.აი,სად მიგიყვანა მშვენიერი რითმების ვნებიანმა სიყვარულმა! აი,რა დაგიჯდა ათი წლის პატიოსანი სამსახური მისი უდიდებულესობის აპოლონის პაჟად… ნუთუ,ბოლოს,არ გრცხვენია?

გახდი მექრონიკე,შე სულელო! მექრონიკე გახდი-მეთქი! ჯიბეში მშვენიერ ვერცხლის ფულებს ჩაიჩხრიალებ ,ბრენაბთან ისადილებ,ხოლო პრემიერების დღეებში შეიძლება ახალფრთიანი ქუდით გამოჩნდე თეატრში…

არა? შენ ეს არ გინდა? გადაწყვეტილი გაქვს თავისუფალი დარჩე ბოლომდე?” – (ბატონი სეგენის თხა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ღმერთო ჩემო,რამდენი სიძულვილია! რამდენი ნაღველია! ეს რა მოთხოვნილებაა,რომ ყველაფერი ფურთხით და ჭუჭყით გაისვაროს!” – (ბიქსიუს პორტფელი)

* * *

“მთელს ჩემ ცხოვრებას წინაოთახებში ვატარებ,ხის სკივრზე ჩამომჯდარი.ამიტომაც მეკარეები კარგად მიცნობენ,დარწმუნებული იყავით: შინაგან საქმეთა სამინისტროში “ჩვენს კარგ ბატონს” მეძახიან.მე კი,რათა მათი კეთილდღეობა დავიმსახურო,ზმებს ვიგნებ,ან მათი საშრობი ქაღალდის კუთხეში ერთი მოხაზვით დიდ ულვაშებს ვხატავ,რაც მათ ძლიერ აცინებს… აი,რას მივაღწიე ოცი წლის დიდი წარმატების შემდეგ,აი,ხელოვანის ცხოვრების დასასრული!.. და წარმოიდგინეთ მხოლოდ,რომ საფრანგეთში ორმოცი ათასი ახალგაზრდა მოიპოვება,რომელთაც პირში ნერწყვი ადგებათ ჩვენი პროფესიის გახსენებაზე.წარმოიდგინეთ,რომ დეპარტამენტებიდან აქეთ ყოველდღე იძვრის ორთქმავალი,რათა უგუნურებით სავსე ძარები მოგვიტანოს,უგუნურებით,რომელნიც დახარბებული არიან ლიტერატურასა და დაბეჭდილ დიდებას.აჰ,რომანტიკულო პროვინციავ,ნეტავ ბიქსიუს სიბეჩავე გაკვეთილად გამოგადგებოდეს!” – (ბიქსიუს პორტფელი)

* * *

“თხები მგელს არ კლავენ”. – (ბატონი სეგენის თხა)

* * *

“რას იზამთ,ჩემო ბატონო! ყველაფერს დასასრული აქვს ამქვეყნად, და უნდა ვიფიქროთ,რომ ქარის წისქვილების დროც ისევე წავიდა,როგორც რონის ბრტყელძირიანი ნავებისა,პარლამენტებისა და ფართოყვავილებიანი ზედატანებისა”. – (მეწისქვილე კორნელის საიდუმლოება)

* * *

“სიძულვილი სუსტთა გულისწყრომაა…” – (ბოკერის დილიჟანსი)

* * *

“თუ თქვენ ოდესმე ღამე ცის ქვეშ გაგიტარებიათ,გეცოდინებათ,რომ იმ დროს,როცა ჩვენ გვძინავს,მთელი საიდუმლო ქვეყანა იღვიძებს მარტოობასა და დუმილში.მაშინ ნაკადულები უფრო ხმამაღლა მღერიან,ტბორებში პატარა სინათლეები ინთება,მთის სულები თავისუფლად მიმოდიან და ჰაერში რაღაც შრიალი,რაღაც გაურკვეველი ხმაურობა დგას,თითქოს ისმის,როგორ იზრდებიან ხის ტოტები,როგორ ამოდის ბალახი.დღისით არსებანი ცხოვრობენ,ღამით – საგნები”. – (ვარსკვლავები) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>