ამონარიდები უილიამ სომერსეტ მოემის ნაწარმოებებიდან…
“დრო უძვირფასესი განძია – იგი სწრაფად მიჰქრის,უკან არ ბრუნდება და დროის გაფლანგვა ყველაზე დახვეწილი ფორმაა მფლანგველობისა.კლეოპატრამ ღვინოში გახსნა ობოლი მარგალიტი.მაგრამ ის ღვინო ანტონიოსს დაალევინა.სიცოცხლის ხანმოკლე,ძვირფასი საათების უქმად დაკარგვა კი იგივეა,რაც მარგალიტიანი ღვინის მიწაზე დაღვრა.ეს დიდებული ჟესტია,მაგრამ უაზრო,როგორც ყოველი დიდებული ჟესტი და, რა თქმა უნდა,სწორედ აქაა მისი გამამართლება.დარწმუნებული ვიყავი,რომ იმ ერთი კვირის განმავლობაში წიგნის კითხვას ვერ მოვიშლიდი,რადგან წიგნმა ხაშხაშივით იცის მიჩვევა.წიგნი რომ წაართვათ კითხვას მიჩვეულ ადამიანს,მოიქუფრება,აფორიაქდება და ხუთი წლის წინანდელი გაზეთების ან ტელეფონის წიგნის კითხვას დაიწყებს.რაღა კითხვის მოყვარული და რაღა ის ლოთი,არაყს რომ ვერ იშოვნის და პალიტურას ეცემა ხოლმე”. – (მათხოვარი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თქვენ ტურფა ქალი ხართ და დარწმუნებული ვარ,კვლავ გათხოვდებით.მაგრამ სიყვარულისთვის არ გათხოვდეთ.ეს შეცდომაა.აირჩიეთ მდგომარეობა და მეგობარი”. – (სიგიჟე ერთი ღამისა)
* * *
“ბედნიერი ვარ,რომ მემკვიდრეობის წყალობით თავის რჩენაზე ფიქრი არ მიხდება.ნუთუ გგონიათ,რომ მუშაობას დავიწყებ და ვინმე ღატაკს ლუკმაპურს გამოვაცლი? ერთხელ ვცხოვრობ და ჩემს ჭკუაზე უნდა ვიცხოვრო.მე თავდავიწყებით მიყვარს სიცოცხლე.ბედნიერი ვარ და საშუალება მაქვს ცხოვრებისათვის ვიცხოვრო.სულელი ვიქნები,რომ იღბალი არ გამოვწურო.მე ქალები მიყვარს და მათაც საოცრად ვუყვარვარ.ახალგაზრდა ვარ და ვიცი,რომ ახალგაზრდობა წარმავალია.რატომ არ უნდა ვატარო დრო,როცა შემიძლია?” – (სიგიჟე ერთი ღამისა)
* * *
“კაცს რა სიკეთეც არ უნდა უქნა,სამაგიეროს არ გადაგიხდის”. - (სიგიჟე ერთი ღამისა)
* * *
” – ნუთუ გგონიათ,რომ რაც უფრო კარგს ფიქრობენ თქვენზე,მით უფრო ვალდებული ხართ,კარგი იყოთ?” - (სიგიჟე ერთი ღამისა)
* * *
“როცა კაცი ვულკანის პირას იმყოფება,იგი გონივრულად ვერ იაზროვნებს”. - (სიგიჟე ერთი ღამისა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – თუ არ ვიმსახურებ,ჭორი და მითქმა-მოთქმა ვერაფერს დამაკლებს”. - (სიგიჟე ერთი ღამისა)