ეტელ ლილიან ვოინიჩის რომანიდან – “კრაზანა”
” – სახარებაში წმინდა იოანესაგან ნათქვამია: “რამეთუ ისე შეიყვარა უფალმა ქვეყანა,რომ გასწირა ერთადერთი ძე თვისი,რათა არავინ მორწმუნე არ დაიღუპოს და მარადი ცხოვრება მიანიჭოს”.დღეს თქვენ შეიკრიბენით თქვენთვის წამებული ჩვენი მაცხოვრის სისხლისა და ხორცის დღესასწაულზე.ის იყო ტარიგი უფლისა,ქვეყნის ცოდვების თავის თავზე მიმღები; ის იყო ძე უფლისა,ვინც თქვენი ცოდვების გამო მოკვდა.მოსულხართ თქვენ ამ დღესასწაულზე,რათა იგემოთ ნაყოფი თქვენთვის განწირული მსხვერლისაგან და ამისთვის მადლობა შესწიროთ უფალს.მე ვიცი,რომ ამ დილით,როცა თქვენ დღესასწაულზე მოეშურებოდით,თქვენი გულები აღსავსე იყო სიხარულით, და რომ გახსენდებოდათ ის ვნებები,რომელნიც განიცადა თქვენი ხსნისთვის გარდაცვლილმა მაცხოვარმა.
მაგრამ რომელმა თქვენგანმა იფიქრა იმაზე,თუ რა წამება გადაიტანა მამა-ღმერთმა,რომელმაც ჯვარსაცმელად გასწირა შვილი თვისი? რომელს თქვენგანს მოაგონდა მამის ტანჯვა,როცა ის თავისი ზეციური ტახტის სიმაღლიდან გოლგოთას დასცქეროდა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ჩვენ,ათეისტებმა,ვიცით,რომ თუ ადამიანს წილად ხვდა მძიმე უღლის ზიდვა,მან უნდა ზიდოს ის რაც შეიძლება,გმირულად.ხოლო ქრისტიანი კი ცრემლების ფრქვევით და ოხვრით მიმართავს თავის წმინდანებს, და თუ მათ არ შეუძლიათ დახმარება,ის მიდის თავის მტრებთან და აუცილებლად მოსძებნის კისერს,რომელზედაც შეიძლება თავისი ტვირთის გადალაგება.თქვენს ბიბლიაში,თქვენს ლოცვანებში,თქვენს მლიქვნელობით სავსე საღვთო წიგნებში განა ცოტა წესები და კანონებია,რომ მოდიხართ ჩემთან და მთხოვთ,გირჩიოთ,როგორ მოიქცეთ? რასა ჰგავს ეს? ნუთუ საკმაოდ მძიმე არაა ჩემი ტვირთი,რომ ამას გარდა გინდათ კიდევ დამამძიმოთ თქვენი პასუხისმგებლობით? ანდა რად უნდა დაღონდეთ! თქვენ სიცოცხლეს მოუსპობთ მხოლოდ ათეისტს,კაცს,რომელიც დასცინის თქვენს მაღალფარდოვან სიტყვებს! განა ასეთი მკვლელობა ითვლება თქვენთვის დანაშაულად?”
* * *
“ისინი მკლავენ იმიტომ,რომ ჩემი ეშინიათ.ამაზე მეტი რაღა უნდა ინატროს კაცმა?” – (ავტორი გენია.ჯი)