ამონარიდები რობერტ ალბერტ ბლოჰის მოთხრობებიდან…
“ავიღოთ,მაგალითად,კრივი და ჭიდაობა.რა არის ეს – სპორტი თუ ჰობი? ხალხს სურს უყუროს,როგორ ურტყამენ ვიღაცას,მათ სისხლი სწყურიათ.ამის აღიარება კი არ უნდათ”. – (ჰობი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გაუწონასწორებული” ადამიანები არ არსებობენ.მთელი მათი გაწონასწორებულობა ყალბი ნიღაბია”. – (ნამდვილი მეგობარი)
* * *
“უცნაურია – იარაღს ვაგროვებდი,მაგრამ მათ იშვიათად ვიყენებდი.უბრალოდ მომწონდა დამეჭირა და ხელი გადამესვა,მასში ჩადებულ პოტენციურ ძალაზე მეფიქრა.მათ პატარა ლულებში სიკვდილი იმალება,ამ ციცქნა ნახვრეტებიდან ძალა ვარდება,რომლითაც შეიძლება გაანადგურო იმპერატორიცა და ბოგანოც,დაუმსხვრიო თავის ქალა ცოდვილსაც და წმინდანსაც”. – (მდიდარი წარმოსახვა)
* * *
“იცი,რაშია განსხვავება ადამიანსა და ცხოველს შორის? ყველაფერი ძალიან მარტივია.ეს განსხვავება მხოლოდ წარმოსახვის უნარში მდგომარეობს”. – (მდიდარი წარმოსახვა)
* * *
“რევოლვერი დავტენე,ჩახმახი შევაყენე და ისევ პარკერს გავხედე.ჩემგან ათ ფუტში შესანიშნავი სამიზნე იყო.ელემენტარული გასროლა! ეს რეგვენი ვერასოდეს გაიგებდა,რისგან მოკვდა.მაგრამ მთავარი უსიამოვნებაც ამაში მდგომარეობდა – იგი ვერასოდეს გაიგებდა,რისგან მოკვდა”. – (მდიდარი წარმოსახვა)
* * *
“ზოგჯერ ჭკვიანურია სულელად თავის მოჩვენება”. – (ტყის ნაპირი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“როცა ადამიანებს ელანდებათ ის,რაც არ არის,შეგნებული წინააღმდეგობის გაწევაა საჭირო”. – (ბელზებელი)
* * *
“ჩვენს პლანეტაზე ყველა რაღაცას აგროვებს.ეს ჩვენი ჰობია.დედამიწაზე ჩვენ კოლექციების შესავსებად მოვფრინავთ”. – (მიყვარს ქერათმიანები)
* * *
“მხოლოდ,როცა წყვდიადში იძირები,როცა უკუნი გფარავს,გიცავს,სახიდან უმაქნისი ნიღაბი გძვრება და ის,რაც სულში იმალება,ამოდის,ავსებს მთელ შენს არსებას,უსახელო,უსახო გრძნობა,ისეთივე ბუნებრივი და ბნელი,როგორიც შენ გარშემო მყოფი წყვდიადია – მაშინ ადამიანური ლოგიკის კანონები ძალას კარგავს”. – (…და მუდამ თქვენი მფატრავი ჯეკი)
* * *
“ირგვლივ მიმოიხედე: საოცარია,როგორი მრავალფეროვანი გამომეტყველება შეიძლება ვნახოთ ადამიანთა სახეებზე,როდესაც რაღაც საშინელებას ეჯახებიან”. - (…და მუდამ თქვენი მფატრავი ჯეკი) – (ავტორი გენია.ჯი)