ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობებიდან…

” – დიახ,მე მესმის თქვენი,ბრუს.მაგრამ მერწმუნეთ,სისულელეა.ვიცი,მთელი სიცოცხლე სინდისის ქენჯნა გაგტანჯავთ.იტყვით,შემოსავლის უღირსი,ჭუჭყიანი წყაროაო.ასე თუ მიდგა საქმე,რაღაა ღირსეული და შეუბღალავი ჩვენს დროში? კინო სწორედ რომ კარგად ასახავს ჩვენი ცივილიზაციის არსს.იგი ჩვენი საუკუნის ბუნებრივი გამოვლენაა.კინო ართობს ადამიანებს,სიამოვნებას ანიჭებს.შეიძლება,ეს სიამოვნება ვულგარული და იაფფასიანია,მაგრამ ჩვენ თვითონაც ვულგარული და იაფფასიანი არა ვართ? რა საჭიროა თვალთმაქცობა,თითქოს სინამდვილეში მართლა ასეთები არ ვიყოთ! რა თქმა უნდა,მე თქვენ არ გგულისხმობთ,ბრუს,არამედ,საერთოდ ადამიანებს.ვულგარული საუკუნე ვულგარულ გართობას მოითხოვს.ხოლო,თუ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ხალხს ასეთი გართობა,ვალდებული ვართ ასეც მოვიქცეთ.რას იზამთ,ცხოვრება ვერაფერი საამურია!” – (აკმე) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – ამქვეყნად განდეგილივით ცხოვრობთ,ბრუს, და არც კი იცით,რა სურს,რა სწადია უბრალო ხალხს.მას კი თავისი ბანალური,ერთფეროვნული ცხოვრების შესაფერადებლად სურს იხილოს სისხლის ღვრა,ყოველი ჯურის გამაღიზიანებელი,შემაძრწუნებელი ამბები”. – (აკმე) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“როცა კაცი ახალგაზრდაა,სიბრალულის გრძნობა მძლავრად ვერ იკიდებს ფეხს მის გულში”. – (ვაშლის ყვავილი)

* * *

“ჩაუკვირდით და დაინახავთ,მორწმუნეთა უმეტესობა თუ ისეთი ხალხი არ იყოს,რომელთაც ჰგონიათ,რომ ეს ცხოვრება არ ანიჭებთ ყველაფერს,რასაც ისინი ესწრაფვიან.მე მწამს კეთილის ქმნა,ვინაიდან კეთილის ქმნა თავისთავად კარგია”. – (ვაშლის ყვავილი)

* * *

“როცა ახალგაზრდა ხარ და ვნებათა ღელვას გზას მისცემ,იგი კარგავს თავის მტანჯველობით ძალას”. – (ვაშლის ყვავილი)

* * *

“ორთოდოქსულ სარწმუნოებას ყოველთვის საფუძვლად უდევს,იმდენად,რამდენადაც მე მესმის,დაჯილდოების იდეა – თუ კარგად მოიქცევი,ესა და ეს გერგებაო,ერთგვარ მოწყალების თხოვნასა ჰგავს.მე კი მგონია,რომ ყველაფერი შიშისგან მოდის”. – (ვაშლის ყვავილი)

* * *

” – ჩემო ძვირფასო, – ამბობდა გარტონი, – სიბრალული მხოლოდ თვითშემეცნების შედეგია.ეგ ამ უკანასკნელი ხუთი ათასი წლის სენი გახლავს.სამყარო უმაგისოდ უფრო ბედნიერი იყო.

ეშერსტმა,რომელიც თვალს აყოლებდა ღრუბლებს,მიუგო:

 - ეგ მაინც მარგალიტია ამა სოფლისა.

 - ჩემო ძვირფასო მეგობარო,მთელი თანამედროვე უბედურების სათავე სწორედ სიბრალული გახლავს.შეხედე ცხოველებსა და წითელკანიან ინდიელებს,მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი პირადი ბედუკუღმართობით რომ იზღუდებიან; მერე ჩვენსკენ მოიხედე – სხვათა კბილის ტკივილიც რომ მოსვენებას არ გვაძლევს.მოდით ძველებურად ნურავის ყურადღებას ნუ მივაქცევთ და ვატაროთ ბედნიერად დრო!” – (ვაშლის ყვავილი) 
 
* * *
“საკუთარ გრძნობათა ჩახშობა შეცდომაა”. – (ვაშლის ყვავილი)
 
* * *
“გზაჯვარედინზე თვითმკვლელის საფლავი! სიკვდილის საბრალო შვილთა ცრურწმენანი! ვინც უნდა იწვეს აქ,განა ეს არ ურჩევნია მას სხვა საძაგელ საფლავებს შორის ყოფნას,რომელზედაც ათასი აბდაუბდაა ამოკვეთილი? აქ კი მხოლოდ უბრალო ლოდია,მაღალი ზეცა და გამვლელთა შენდობა!” – (ვაშლის ყვავილი)
 
* * *
“რა ცუდად არის შეწყობილი ცხოვრებასთან ადამიანის ორგანიზმი! როგორი მაღალი და პატიოსანი ცხოვრებითაც უნდა ცხოვრობდეს კაცი,მაინც ყოველთვის ახლავს რაღაც ქვეცნობიერი სიხარბე,წადილი,ლტოლვა და წარმომავლობის გრძნობა”. – (ვაშლის ყვავილი)
 
* * *
“სიღატაკეში ზნეობა ვერ ხეირობს “. – (ვაჟკაცობა)
 
* * *
“ამბობენ,ფულს ფრთები აქვსო.რა ვიცი,ჩემკენ კი არ მოფრინავს და!” – (ვაჟკაცობა)
 
* * *
“ღმერთო მწყალობელო! განა დიდებული არ არის სიცოცხლე?” – (ფორსაიტის ხსნა)
 
* * *
” – თქვენც რომ ჩემისთანა ქვეყანაში გეცხოვრათ, – წაიბუტბუტა უნგრელმა, – სადაც ყველანი შემოგვსევიან,თქვენც გეცოდინებოდათ! თავისუფალი ხალხი ვართ… მომაკვდავი… მაგრამ ჯერ მაინც ვცოცხლობთ!” – (ფორსაიტის ხსნა) – (ავტორი გენია.ჯი)
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>