ამონარიდები ხულიო კორტასარის მოთხრობიდან – „მდევარი”
„საქმე ნაირგვარობა კი არა, საქმე ხარისხია. მხოლოდ და მხოლოდ ხარისხი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სულაც არაა საჭირო წახვიდე ხალხის გემოვნების წინააღმდეგ, რომელიც აღმერთებს ჯაზს, მაგრამ უარყოფს უაღრესად პროფესიონალურსა და ფსიქოლოგიურ ანალიზს. ხალხი მოითხოვს სრულსა და სახელდახელო დაკმაყოფილებას, რაც გულისხმობს თითებს, რომლებიც თავისთავად აჰყოლიან რიტმს, სახეებს, ნეტარებით რომ მიბნედილან, მუსიკას, რომელიც ტანში ჟრუანტელად გივლის, სისხლს გიჩქროლებს და გიხშირებს სუნთქვას, – მორჩა და გათავდა; აღარავითარი ბრძნული მსჯელობანი”.
* * *
„დავეხეტები მარტოდმარტო უამრავ სიყვარულს შორის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა მუსიკას არ ძალუძს სრული კმაყოფილების მინიჭება, იგი იქცევა განუწყვეტლივ აღმგზნებად საშუალებად, რომელსაც არ გააჩნია კომპოზიციის დაბოლოება, – და მის მთელ მშვენიერებას შეადგენს არა მისი დაბოლოება, არამედ მისი შემოქმედებითი ძიებები, სულიერ ძალთა გამოვლენა, რომელნიც ჩრდილავენ სუსტ ადამიანურ ემოციებს, მაგრამ თავად არ კარგავენ ადამიანურობას”. – (მდევარი)
* * *
„მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გასტანს”.
* * *
„ – საქმე ის არის, რომ ყველას ბრძენად მოაქვს თავი. ბრძენად მოაქვთ თავი იმიტომ, რომ აუარებელი წიგნი გაუზინთავთ და გადაუყლაპავთ. მე კი სასაცილოდაც არ მყოფნის: ცუდი ყმაწვილები როდი არიან, მაგრამ სხვისი სჯერათ, რაც იციან, რასაც აკეთებენ, მეტისმეტად ძნელია და ჭკვიანური. ცირკშიც ასეა, და ჩვენ შორისაც. ხალხს ჰგონია, თითქოს ესა თუ ის საქმე უსაშველოდ რთულიაო, ამიტომაც უკრავენ ტაშს ოინბაზ აკრობატებს ან თუნდაც მე. არ ვიცი ამ დროს რა ეჩვენებათ? ვითომ კაცი შუაზე წყდება, კარგად როცა უკრავს? თუ აკრობატი ხელ-ფეხს იმსხვრევს გადმოხტომისას? ცხოვრების ნამდვილი სირთულეები სულ სხვაგვარია, ისინი ჩვენ ირგვლივაა – და ეს ყველაფერი სწორედ ის არის, რაც ადამიანებს ყველაზე უბრალო და ჩვეულებრივი ჰგონიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიახ, მე ეგრე მგონია, მეც კი, უამრავჯერ რომ აღვფრთოვანებულვარ გენიოსებით, აინშტაინებით თუ პიკასოებით, აღვფრთოვანებულვარ წმიდათაწმიდა სახელებით, იმ სახელებით, ყოველ წუთში რომ შეგვიძლია გამოვაცხოთ (განდი, ჩაპლინი, სტრავინსკი და ა.შ.), მზად ვარ სხვებივით ვირწმუნო, რომ მსგავსი უნიკუმები ისევე დააბიჯებენ ცაში, როგორც დედამიწაზე და არაფერი გამაკვირვებს, რაც უნდა ჩაიდინონ. ისინი აბსოლუტურად განსხვავდებიან ჩვენგან და ამაზე არაფერი გვეთქმის”.
* * *
„იმაზე საცოდავი არავინ გვეჩვენება, ვიდრე ადამიანი, რომელიც ამაოდ ცდილობს ადგილიდან დაძრას მეორე, მაშინ, როცა იმ მეორეს, ეტყობა, მოსწონს კიდეც საკუთარი ნებითვე არჩეული მდგომარეობა”.
* * *
„დიდი ადამიანები არიან მწერლები, საოცარ რამეებს ქმნიან”.
* * *
„ – არსებითად, ერთადერთი ჭკვიანური, რაც მან თქვა ისაა, რომ არავინ არავისზე არაფერი არ იცისო”. – (ავტორი გენია.ჯი)