ანრი მარი ბეილის (სტენდალის) რომანიდან – “პარმის სავანე”
“პატიოსან ქალს არ შეშვენის ვინმეს მისთხოვდეს,თუ მას მეორე კაცი უყვარს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“პატივმოყვარეობა ჩემთვის ცარიელი სიტყვაა”.
* * *
“ყოველივე,რაც კი სულიერ გრძნობებს დაშორებულია,სასაცილოდ მეჩვენება”.
* * *
“რადგანაც სიმართლე აღმოაჩინეთ,სიცრუით თავს აღარ დავიმცირებ”.
* * *
“ცხოვრება მიდის,ნუ მოითხოვ მეტისმეტს,დასჯერდი იმ ბედნიერებას,რომელიც გერგო წილად და ისწრაფე დატკბე მით”.
* * *
“ადამიანი სიკვდილს არაფრად აგდებს,თუ გარს ახვევია გმირული და ნაზი სულის მქონე,კეთილშობილი მეგობრები,რომელნიც უკანასკნელი ამოსუნთქვის წამში ხელს ართმევენ”.
* * *
“ჩემი ცხოვრების ყოველ წუთს შევწირავ,რათა უმაღლეს ბედნიერებას მიაღწიოთ”.
* * *
“ტანჯვას,რომელსაც უბედური სიყვარული ანიჭებს ადამიანს,ის თვისება აქვს,რომ ყოველი საქმიანობა,რომელიც ყურადღებასა და მოქმედებას მოითხოვს,მისთვის საშინელ სიძნელეს წარმოადგენს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“კეთილშობილი სული გულშემატკივრობას უნდა გრძნობდეს უბედურის მიმართ,მაშინაც კი,თუ ეს უბედური ცოდვილია”.
* * *
” – იცით თუ არა თქვენ ნაპოლეონის ერთი გამოთქმა? “მაღალ ადგილზე მდგომმა ადამიანმა,რომელსაც ყველა შეჰყურებს,თავს არავითარი მძაფრი მოძრაობის ნება არ უნდა მისცეს”. – (ავტორი გენია.ჯი)