ძმები ვაინერების რომანიდან – “შეხვედრა მინოტავრთან”
” – წესიერი ადამიანი უნდა იყო. აი, ეს არის სწორი. ეს ზოგჯერ იმაზე ძნელია, ჩვიდმეტ წელიწადს კანონს რომ ემალებოდე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანის ხასიათს მისი ბედი განსაზღვრავს”.
* * *
“…რაც საშუალო ადამიანს ეპატიება, იმას არასოდეს აპატიებენ გენიოსს…”
* * *
“ნიჭიერ კაცს მხოლოდ სიყვარული სჭირდება ბედნიერების მისაღწევად და ცოტა ადამიანური მადლიერების გრძნობა”.
* * *
“მე სრულებით ვერ ვცნობ ადამიანებს, ეს ჭადრაკზე უფრო ძნელი ხელოვნებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“კატორღელს შეიძლება მხოლოდ ჯაჭვი წაართვა”.
* * *
“ადამიანების უბედურება იმაშია, რომ არა სჯერათ, დროთა განმავლობაში უფრო დაჭკვიანდფებიან. ყოველ წუთს ეჩვენებათ, რომ უკვე მწვერვალს მიაღწიეს, ყველაფერი იციან, მაგრამ ბოლოს ვინ შეგრჩებათ ხელში?”
* * *
“თვალი ოპტიკური მექანიზმი სამყაროს ყირამალად აღიქვამს, ტვინი კი ყველაფერს თავის ადგილას აყენებს”.
* * *
” – ეჭვი ზოგადი ცნებაა, ფაქტები კი კონკრეტული”.
* * *
“ადამიანის ცხოვრება ზრუნვითა და მღელვარებით არის აღსავსე. რამდენი რამ ჩაივლის ჩვენს ცხოვრებაში. ყველას მადლიერებას ვერ დაიმსახურებ. ყველას ვერ დაამახსოვრდები”. – (ავტორი გენია.ჯი)