ეტტი პირსის რომანიდან – „არა, არ არის დანაშაული”
„ – რა გადაბრუნებულია ეს ქვეყანა! ჩვენ გვეზიზღება ის, ვინც უნდა გვიყვარდეს, და ჩავდივართ იმას, რასაც არ უნდა ვშვრებოდეთ, ერთი სიტყვით, წაღმა-უკუღმა ტრიალებს დედამიწა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე თქვენ მახსოვხართ, იმიტომ რომ არ შემიძლია დაგივიწყოთ”.
* * *
„ – დიახ, გამოუცდელობისა და სისულელის გამო ხშირად ვკარგავთ იმას, რასაც შეუძლია ჩვენი გაბედნიერება მთელს სიცოცხლეში”.
* * *
„მკვდარს ყველაფერი შეენდობა!!!”
* * *
„ბედნიერება წარმოსდგება მხოლოდ სიყვარულისაგან”.
* * *
„ქალს, რომელსაც არ შეუძლია ქმრისა და შვილის სიყვარული, არა აქვს სიცოცხლის უფლება”.
* * *
„ოჰ, მამაკაცებო! მგლები ხართ ადამიანის ქურქში გახვეულნი”.
* * *
„ – რამდენიმე უბრალო კითხვა მინდა მოგცეთ. მაგალითად ვთქვათ, რომელიმე კაცმა ჩაიდინა საშინელი დანაშაული და გადაწყვეტილი აქვს დამნაშავის სამუდამოდ დატუსაღება. წარმოვიდგინოთ, რომ მას დარჩა შვილი ქალი ან ვაჟი, რომლის ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ დამნაშავის შვილია. რა აზრის ბრძანდებით ამ ცოდვის შვილზედ? რა ადგილს დაუთმობდით საზოგადოებაში?
- ეგ ჩემო კარგო სახუმარო კითხვა არ არის. საზოგადოება ხელმძღვანელობს დადგენილი კანონით, მაგრამ წინათ მსჯელობა არყევს მას, თუმცა ძლიერ სამწუხაროა ამგვარი შემთხვევა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ უმანკო სული დასჯილიყოს დამნაშავის მაგიერ.
- თქვენ რაღას იზამდით? ამოიყვანდით ამისთანა ქმნილებას ლაფიდან, მოექცეოდით ისე,როგორც თქვენს ტოლს, თუ ამის ღირსი იქნებოდა თავად ის არსებაც, თუ დააჭერდით ფეხს, რომ უფრო ღრმად ჩაფლულიყო, როგორც უღირსი? ნებას მისცემდით დამჯდარიყო თქვენს სუფრაზედ თუ გააგდებდით სახლიდან, როგორც ძაღლს?
ამ კითხვების დროს მეგი საშინლად გაყვითლდა და სულ ერთიანად კანკალებდა. მოთმინებიდან გამოსულმა მსაჯულმა, თითქოს გაჯავრებული ხმით წამოიძახა:
- ღმერთმანი, კაცს ეგონება, ვითომ თქვენ იცნობდეთ მაგისთანა არსებას. მე თქვენ გთხოვთ, ამგვარს ნურას ილაპარაკებთ. უნდა გამოგიტყდეთ, გულგრილად მოვექცევი დამნაშავეს და დანაშაულობას და ამასაც გეტყვით, თუნდაც ბარბაროსობა და შეუბრალებლობა დამწამოთ, რომ არა თუ ჩემს ტოლად მივიღებ მაგგვარ ვინმეს, სახლშიდაც არ გავატარებ „კვიცი გვარზედ ხტისო”. დანაშაულს ჭირდება გამოსყიდვა, რომელსაც ვერასოდეს ვერ ასცდება ვერავინ. საიდანაც დანაშაული წარმოსდგება, იქ დაუნდობლობაც სუფევს.
- მაშ მამის დანაშაულისათვის შვილს აღარ მიიკარებთ? თქვენ შეუბრალებელი ყოფილხართ!
- თუ რამე შემამსუბუქებელს გარემოებას არ ვიპოვნიდი, სწორედ არ შემოვუშვებდი სახლში.
მეგიმ მოისმინა თავისი განაჩენი”. (ავტორი გენია.ჯი)