ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ – შენ,ჩემო ძმაო,კეთილი კაცი ეძებე. ახლა კეთილი ხალხი ძალიან იშვიათად შეგხვდება, ჩემო კარგო. კეთილი კაცი… ჩემო კარგო, დაგბანს, დაგაპურებს, წყურვილს მოგიკლავს, ჩემო კარგო… ზოგჯერ კი შენც კარგად ხედავ, რომ არც ოქრო-ვერცხლს მოაქვს კაცისათვის სიხარული, ჩემო კარგო… ერთი შესაბრალისი მაგალითი შენს წინაა; აი, როგორაა ქვეყანაზე, ჩემო კარგო…” – თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ორეული”

* * *

„მაღალ საზოგადოებაში ტრიალს კარგი მოქალაქე იყოთ, ისა სჯობია”. – თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „მარადი ქმარი” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ესაა ჩვენი სიძლიერე: ჩვენვე ვასწორებთ ჩვენს შეცდომებს”. – როზმარი შუდერის რომანიდან – „ჯადოსნის ვაჟიშვილი”

* * *

„ბუნებას არ უყვარს მახინჯები, „ბუნებრივი დასასრულით” ბოლოს უღებს მათ. ყველაზე უმახინჯესი მახინჯი კეთილშობილური გრძნობებით სავსე მახინჯია: საკუთარი გამოცდილებით ვიცი! მახინჯისათვის ბუნება სათნო დედა კი არ არის – დედინაცვალია. ბუნება ბადებს მახინჯებს და შებრალების ნაცვლად სჯის”. – თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „მარადი ქმარი”

* * *

„შვილიშვილი: პაპა, იცი, რა? რა და. იცი, როგორ უნდა დამყარდეს მშვიდობა მთელ დედამიწაზე? როგორა და სუყველა ოჯახს, სუყველას უნდა ჰყავდეს პატარა ბავშვები, იმ ბავშვებს კიდევ – დედები, მამები, ბებიები, პაპები. იმათ ხომ ყველას ძალიან ეყვარებათ ის ბავშვები, როგორც თქვენ გიყვარვართ მე და ჩემი ძმა, ჰოდა, როცა ყველას ასე ეყვარებათ ბავშვები, ვიღას მოუნდება, ვიღა დაიწყებს ომს?! და დამყარდება ყველგან მშვიდობა”. – რევაზ ინანიშვილის მოთხრობიდან – „სამაგიდო რვეულიდან”

* * *

„ხვევნა-კოცნა და ყოვლისმიმტევებელი ცრემლები ჩვენს საუკუნეში წესიერ ადამიანებსაც კი არ უჯდებათ იაფი”. – თედორე დსოტოევსკის რომანიდან – „მარადი ქმარი”

* * *

„მომავალი ჭედავს ახალ სიტყვებს, საშინელ სიტყვებს იმ გაუგონარი ბოროტმოქმედებისათვის, რასაც ახლა სჩადიან კაცობრიობის წინააღმდეგ”. – უილიამ ჰაინესენის რომანიდან – „შავი ქვაბი” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისაგან”. -  თედორე დსოტოევსკის რომანიდან – „მარადი ქმარი” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ერთხელ და სამუდამოდ მოვუღოთ ბოლო ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციას”. – ალექსეი ტოლსტოის ტრილოგიიდან – „გზანი წამებისანი”

* * *

„ – მე ძალიან მაჯავრებს ხოლმე, როდესაც ვინმე მოხუცს ვხედავ, ახალგაზრდასავით რომ გამოიყურება – წელში გამართული, ლოყები ჟინჟღლივითა აქვს. სულელი! რად უნდა, რომ ეს ჯანმრთელობა შემოუნახავს. ყველა ეს ბუნებისაგან მონიჭებული სიკეთე საფლავში უნდა ჩაიტანოს დაუხარჯავად”. – შალვა დადიანის რომანიდან – „გვირგვლიანების ოჯახი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>