უილიამ ფოლკნერი – ერნესტ ჰემინგუეის “მოხუცსა და ზღვაზე”
“ეს მისი ყველაზე კარგი მოთხრობაა.შეიძლება დრომ ისიც კი დაგვანახოს,რომ ეს ყველაზე უკეთესი რამ არის,რაც კი ჩვენ დაგვიწერია,მასაც და ყველა ჩემს თანამედროვესაც.ჰემინგუეიმ აქ ღმერთს მიაგნო,არსთაგანმრიგეს.აქამდე მისი ქალები და მამაკაცები თვითონ ქმნიდნენ თავიანთ თავს,თვითონ ძერწავდნენ საკუთარი თიხისაგან.იმარჯვებდნენ ერთმანეთზე,მარცხდებოდნენ ერთმანეთთან, და ამას იმისთვის სჩადიოდნენ,რომ თავიანთივე სიმედგრე დაემტკიცებინათ.ამჯერად კი ჰემინგუეიმ გულმოწყალებაზე დაწერა,რაღაც იმაზე,რამაც ყველანი შექმნა: მოხუციც – თევზი რომ უნდა დაეჭირა და მერე დაეკარგა,თევზიც – მოხუცის ნანადირევად რომ უნდა ქცეულიყო და მერე გამქრალიყო,ზვიგენებიც – მოხუცისთვის ის თევზი რომ უნდა წაერთმიათ, – შექმნა ყველა ესენი მან.უყვარდა,ებრალებოდა… ყველაფერი სწორია,ზუსტია, და მადლობა ღმერთს,მანვე,არსთაგანმრიგემ,ჰემინგუეიც რომ უყვარს და მეც,ისიც რომ ებრალება და მეც,ნება არ მისცა ერნესტს,რაც არის,იმაზე მეტი ელაპარაკა აქ”. (ავტორი გენია.ჯი)