ამონარიდები უილიამ სომერსეტ მოემის მოთხრობებიდან…
“არც ერთი ნამდვილი ამბავი არ არის გამოგონილ ამბავზე უფრო ნამდვილი ამბავი”. – (მარგალიტის ყელსაბამი)
* * *
“იმედებით ფრთაშესხმული ასობით და ათასობით ახალგაზრდა ადგება ხელოვნების მძიმე გზას,მაგრამ უმეტესობა ურიგდება იმ ამბავს,რომ საშუალო ნიჭის პატრონია და პოულობს ცხოვრებაში ისეთ კუნჭულს,რომ ლუკმაპური იშოვნოს და შიმშილით არ მოკვდეს”. – (მათხოვარი)
* * *
“ალბათ,ვერასოდეს გამოვარკვევთ,როგორი ბარბაროსული ინსტიქტებია ჩამალული თვით ყველაზე წესიერ ქალებშიც”. – (ბარათი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ამბობენ,ბედნიერ ადამიანებს ისტორია არა აქვთო,ბედნიერ სიყვარულს,მით უმეტეს,არ ექნება იგი”. – (მწითური)
* * *
“ფიცხსა და თავმოყვარეს მაინც ლორდის დაცინვა ერჩივნა მდაბიოს ქებას”. – (განაპირა ოლქი)
* * *
“განუზომელ რიდსა და მოწიწებას განვიცდი ხოლმე,როცა სულს გადამიშლიან.მაშინ ხვდები ადამიანი,რომ არავინ არის მდაბალი და ბეჩავი,რომ ყოველ ადამიანში არის რაღაც ნაპერწკალი,რაც სიბრალულს იწვევს”. – (მორევი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“წარმოიდგინეთ,რა საშინელებაა,როცა ოდესღაც სანუკვარი არსება,ურომლისოდაც ერთი წამიც არ შეგეძლო ყოფნა,ახლა აღარაფრად მიგაჩნია.სიყვარულის ნამდვილი ტრაგედია გულგრილობაა”. – (მწითური)
* * *
“ასე იცის ნამდვილმა სიყვარულმა – მას არა სჭირდება არც ინტელექტის მსგავსება და არც საერთო ინტერესები.იგი ხალასია და უბრალო”. – (მწითური)