ალექსეი ტოლსტოის ტრილოგიიდან – “გზანი წამებისანი”
“გიყვარდეთ სიცოცხლე,მიეახლეთ მთელი მგზნებარებით,ბედნიერებად აქციეთ იგი!..”
* * *
“მე ბოლშევიკები მძულს არა იმისთვის,რომ სარდაფში ჩამაგდეს,არც იმისთვის,რომ წყალსადენის სადგურიდან მთელი ქვანახშირი წაიღეს… არამედ იმისთვის,რომ ფეხქვეშ გათელეს ჩემი შინაგანი თავისუფლება… მე მსურს ვიაზროვნო ისე,როგორც მიკარნახებს ჩემი სინდისი,ჩემი გენია.მსურს ვიკითხო ის წიგნები,რომლებიც შთამაგონებს… მაგრამ არ მსურს ვიკითხო კარლ მარქსი,თუნდაც ათასჯერ მართალი იყოს… მე მე ვარ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სასტიკი ჟამი დგას.ხალხი ან მაღალი ცნებებით აზროვნებს,წარმოუდგენლად მგრძნობიარეა,ანდა უაღრესად აშკარა ცინიზმით იცავს თავის ტყავს.ერთსა და მეორე შემთხვევაშიც უარყოფილია ცხოვრებისეული გულმოწყალება”.
* * *
“ჩვენი ცხოვრება გზნებით სავსეა: ან გამარჯვება,ან სიკვდილი – ამით ამოიწურება ყველაფერი და ვცოცხლობთ! ამასთან როგორ ვცოცხლობთ! ქალთან დაკავშირებით ყოველგვარი წვრილმანი უნდა უკუვაგდოთ… სიყვარულს უნდა გაუფრთხილდე.ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო! ჩაგიხედავს საყვარელ თვალებში? ეს ცხოვრების სასწაულია…”
* * *
“დადგება დრო,როცა გავიგებთ – სავსებით მარტივად და ცხადად – რომ უსაზღვრო სივრცის შიში არ არსებობს.ჩვენი სხეულის თვითოეული ატომი იგივე უსაზღვრო ვარსკვლავთ სისტემაა.ერთსა და მეორე მხარესაც უსასრულობაა.ჩვენც თვითონ უსასრულობა ვართ, და ყველაფერი ჩვენში უსასრულოა.მეც და შენც უსასრულობისთვის ვიბრძვით დასასრულის წინააღმდეგ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიცოცხლე მძლავრი ძალაა.უღრმესი ისტორიული ძვრებისა და მძიმე განსაცდელთა ჟამსაც კი ადამიანები დედის საშოდან გამოდიან თავით წინ და გაავებული ყვირილით მოითხოვენ ადგილს ამ ცხოვრებაში,მოსწონთ თუ არა ეს მათ მშობლებს.ხალხი იყვარებს ერთმანეთს,არ უყურებს იმას,რომ ამისთვის შედარებით ნაკლები გარეგანი საშუალებები გააჩნიათ,ვიდრე ვთქვათ,როჭოს,როცა ის გაზაფხულის თოვლჭრელზე ნავარდისას დიდებულ კუდს შლის; ხალხი ეძებს ნუგეშს და მზადაა ნახევარი პური მოუჭრას კაცს,რომელმაც მოულოდნელი სიმშვიდე შთაბერა მის სულს,გაწამებულს ეჭვით: “სადამდე მივალთ ბოლოს და ბოლოს,ბალახის ჭამას დავიწყებთ,სასირცხო ადგილს კომბოსტოს ფურცლით დავიფარავთ?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიკვდილი კი არაა საშიში,ჩვენ უნაყოფოდ გატარებული ცხოვრების შეგნება გვავსებს მწუხარებით.აი,სად სჭირდება ადამიანს ნუგეში; ხელი უნდა დაადო სიცივეშეპარულ შუბლზე და უთხრა: შენ ღატაკური ცხოვრება გქონდა და მასზე სინანული არ გმართებს,მაგრამ შენ იშრომე,როგორც პაწია ჭიანჭველამ, – უსიხარულოდ და ვაი-ვაგლახით მიათრევდი შენს ტვირთს,შრომა კი არასოდეს იკარგება ამაოდ,ყველაფერი გვარდება, – ადამიანის ჯალაბობა ყოველმხრივ იზრდება, და სადღაც შენი ტვირთი რაღაცას ამაგრებს.შვილებს,შვილიშვილებს გზა მიეცი,ჰოდა,დადგა შენი წასვლის ჟამიც: დახუჭე თვალები,დაიძინე.წყნარად,ნურაფერზე ინანებ: შენ როდი ხარ დამნაშავე,რომ ღატაკი იყავი…”
* * *
“კაცმა მოითხოვა უფლება,რომ ადამიანი გახდეს.ეს ოცნება კი არა,იდეაა”.
* * *
“რევოლუცია,რომელმაც მხოლოდ ბრძოლის ველზე გაიმარჯვა და არ გადასულა თავისი იდეების რეალურ განხორციელებაზე,ცხრება,როგორც მოვარდნილი ქარიშხალი”.