ამონარიდები ნათანიელ ჰოთორნის მოთხრობებიდან…
“ყოველთვის ღრმა მწუხარება მიპყრობს იმის დანახვაზე,თუ რამხელა სისულელეებამდე დადის ზოგიერთი ფრიად გონიერი ადამიანი,როდესაც საცოლის ამორჩევას იწყებს.ისინი დიდ პრობლემებს უქმნიან საკუთარ თავს გარეგნობის,ხასიათის,ჩვეულებებისა და სხვა წვრილმანების ყოვლად უმნიშვნელო თავისებურებებისადმი გადაჭარბებული ყურადღების მიქცევით.საბრალო ჯელტმენი,რომელსაც გადაწყვეტილი აქვს თვით სრულყოფილება შეირთოს ცოლად,მანამდე ინახავს თავისუფალს თავის ხელსა და გულს,სანამ ისინი ისე არ დანაოჭდება და დაბერდება,რომ არც ერთი მეტ-ნაკლებად ღირსეული ქალი არ დათანხმდება მათ მიღებას.უგუნურება ამაზე შორს ვერ წავა! გულმოწყალე განგებამ ისე მაღალოსტატურად შეაგუა სქესი სქესთან და უამრავი “ადამი და ევა” ერთმანეთთან,რომ ზოგიერთი აშკარა გამონაკლისის გარდა,ნებისმიერ ქალსა და მამაკაცს,რომლებიც ქორწინების უღელს დაიდგამენ,შეუძლიათ ზომიერი ბედნიერებით დატკბნენ.როცა დარწმუნდებით,რომ თქვენი ქორწინება ძირითადად წარმატებულია,უნდა ირწმუნოთ ერთი უბრალო ჭეშმარიტება,რომლის მიხედვით ყველა მეორეხარისხოვანი ნაკლი,თუკი,ცხადია,ასეთი რამ არსებობს,მაშინვე გაქრება,როგორც კი თავს დაანებებთ მასზე ყურადღების გამახვილებას.ნუ წაუყენებთ ქორწინებას არამიწიერ პრეტენზიებს და იმის წარმოდგენაც ძნელია,რა სასწაულებს მოახდენს ცოლქმრული სიყვარული მეუღლეთა ხასიათის შეუთავსებლობათა მორიგებით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“იცით,ჩემო პატარა მეგობრებო,თქვენ,ალბათ,ოდესმე აუცილებლად დარწმუნდებით (ისევე,როგორც მე) ერთ მარტივ ჭეშმარიტებაში: ყოველი ადამიანი,ვინც თუნდაც ერთხელ დაუშვებს,რომ ბოროტებამ მის სულში შეაღწიოს და იქ დაიბუდოს,თავისებური მინოტავრი ხდება,რომელსაც ყველა ერიდება და ზურგს აქცევს”. – (მინოტავრი)
* * *
“ყველა ადამიანი, და განსაკუთრებით გულკეთილი ხალხი,აუცილებლად კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე,რის გაკეთებასაც აპირებს,სანამ თავისი ფილანთროპული ჩანაფიქრების განხორციელებას შეუდგება; სავსებით დარწმუნებული უნდა იყო,რომ ჩასწვდე იმ საქმის ბუნებასა და რთულ ურთიერთკავშირებს,რაზედაც აპირებ ხელის მოკიდებას.უნდა გახსოვდეს,რომ ის,რაც კარგია ერთისთვის,შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს მეორისთვის”. – (თოვლის გოგონა)
* * *
“სასიხარულო წარსულის ხსოვნა ისეა შემორჩენილი შემდგომი ცხოვრების წყვდიადში,როგორც სურნელოვანი ყვავილი კუბოში,რაც იმას მოწმობს,რომ ყველაფრის აღორძინება შეიძლება.უფრო ხელსაყრელ კლიმატში ვარდის კოკორი შეიძლება კვლავ გაცოცხლდეს და თავის გულში ისევ შეკრიბოს დილის ცვრის მოციმციმე წვეთები”. – (ედუარდ ფეინის ვარდის კოკორი)
* * *
“გაგვანდე,გაგვიმხილე სიკვდილის საიდუმლოებანი! როგორ მსურს ჩავწვდე სიტყვათა მნიშვნელობას,რაც ბაგეებს სწყდება ქვითინისა და ფრაზების ნაწყვეტების მონაცვლეობით,იმ სიტყვების აზრს,რასაც ოდნავ გასაგონად წარმოთქვამენ ამა სოფლის დატოვებისას,რათა მარადიული მსაჯულის ტახტის წინაშე წარდგნენ”. – (ედუარდ ფეინის ვარდის კოკორი)
* * *
“სრულიად ჩვეულებრივი საგნები,ისინი,რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია,ყველა იმ განძზე გაცილებით ძვირად ფასობს,რომელთა ხელში ჩაგდებაც ასე ძლიერ სწყურიათ ადამიანებს და რომელთა გულისთვისაც ხშირად ერთმანეთსაც არ ინდობენ”. – (მეფე მიდასის ოქრო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“არც ერთი სიკეთე არ გვეძლევა წმინდა სახით,მას ყოველთვის ახლავს თან რაღაც წვრილმანი უხერხულობები,სხვაგვარად შეუძლებელია”. - (მეფე მიდასის ოქრო)
* * *
“ვერც სიზმარში და ვერც ცხადში,ჩვენ ვერ ვგრძნობთ საოცარ მოვლენათა იდუმალ ნაბიჯებს,რომლებიც თითქოს ეს-ესაა უნდა ასრულდეს. და განა შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს ყოვლისშემძლე განგების არსებობაში,თუკი,მიუხედავად იმისა,რომ ჩვენს გზაზე ყოველ საათს გველის მოულოდნელი,ჩვენთვის უცნობი თავგადასავალი,მოკვდავთა ცხოვრებაში მაინც არსებობს რაღაც განაწესი,რაც ნებავს გვრთავს,თუნდაც ნაწილობრივ ამოვიცნოთ მერმისი?” – (დევიდ სუონი)
* * *
“ბრალეულობა დანაშაულის ჩადენის შემდეგ რკინის ხელით წურავს დამნაშავის გულს და მასზე თავის ძალაუფლებას განამტკიცებს.მხოლოდ მაშინ და არა მასზე ადრე,შეიცნობა ცოდვა და მისი ტვირთი,თუ დამნაშავის სულში არ ჩნდება მონანიება,ათასჯერ უფრო მძიმნე ხდება,რადგანაც იგი გამუდმებით ახსენებს თავს.ნუ დაივიწყებთ,რომ ადამიანს ახასიათებს გადაჭარბებით შეაფასოს ბოროტების თესვის საკუთარი უნარი.სანამ დანაშაულზე განყენებულად ფიქრობენ,სრულად ვერ წარმოუდგენიათ მისი თანმხლები ყველა გარემოება და მხოლოდ ბუნდოვნად ითვალისწინებენ მის შედეგებს,იგი სავსებით შესაძლებლად მიაჩნიათ.ადამიანი დანაშაულის მზადებისათვის შეიძლება იმავე ძალამ წააქეზოს,რაც ტვინს აჩქარებს მათემატიკური ამოცანის ამოხსნის დროს,მაგრამ კვანძის გახსნის მომენტში მას ხელებვი უვარდება მონანიების სიმძიმისაგან.ადრე ვერც წარმოედგინა,რა საშინელ საქმეს აპირებდა.მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ,ადამიანის ბუნება უკანასკნელ წამამდე გადაჭრით ვერც კეთილი საქმის ჩადენას წყვეტს და ვერც ბოროტების,ამიტომ იმედი ვიქონიოთ,რომ ადამიანს არ მოუწევს გამოცადოს ცოდვის ყველა საშინელი შედეგი,თუკი მის მიერ ჩაფიქრებული ბოროტება საქმედ არ იქცევა”. – (ფანტაზიათა შოუ)
* * *
“რა არის დანაშაული? – დალაქავებული სინდისი”. – (ფანტაზიათა შოუ) – (ავტორი გენია.ჯი)