ჟორჟი ლეალ ამადუ დე ფარიას რომანიდან – “დონა ფლორა და მისი ორი ქმარი”
“ცხოვრებისეული სიბრძნე მუდამ იმარჯვებს წიგნურ სიბრძნეზე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რა იცის იმან,რომ ქვენად ყველაფერზე ძვირფასი სიყვარული და მეგობრობაა,სხვა ყოველივე სისულელეა,რისთვისაც სიცოცხლე არ ეღირებოდა”.
* * *
“ერთფეროვანი ბედნიერებაც კი დამღლელია”.
* * *
“ვისაც მუდამ მიცვალებულის გახსენება უნდა,იმისი ადგილი სასაფლაოზეა და ცოცხლების გვერდით არაფერი ესაქმება”.
* * *
“მე სხვა არაფერი მინდა,სიმშვიდისა და მყუდროების მეტი… ამიტომ მუდამ ვცდილობ ჭკუანაკლულთა მოჭკვიანებას,მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის… უფრო მეტიც… ყელში ამომივიდა ეს ჯახირი…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სულისა და სხეულის ბრძოლა სიცოცხლეს დანტეს ჯოჯოხეთად აქცევს”.
* * *
“არიან მარმარილოს ქანდაკების ყაიდის ქალები,ვნებიანობისა არაფერი რომ არ სცხიათ, და მათი უბიწობა დამსახურება როდია,ყინულის თოშებივით ცივები არიან”.
* * *
“ყველაფერს თავისი ავ-კარგი აქვს.რა სჯობია უწყინარ,სპეტაკ სიზმრებს? რა სჯობია უშფოთველ და თავდაჭერილ ცხოვრებას ქვრივისა,რომელმაც დაივიწყა ცოდვილი სურვილები? მაგრამ რა ვქნა,რომ სარეცელი მტანჯველ ვნებათა გავარვარებულ უდაბნოდ მექცა? განა მიხვდებით იმ ქვრივების ტანჯვას,სარეცელში ცალად დარჩენილნი განსვენებულ ქმარზე მოგონებებით რომ ეწამებიან”.
* * *
“ეჰ,ქალიშვილებო,თქვენ ქვრივის იდუმალი ცხოვრებისა რა გაგეგებათ! ყველა ქვრივს აქვს ცოდვილი ფიქრები,მაგრამ პატიოსანი ქვრივი ამას უთქმელად გულში იკლავს”.
* * *
“კარგი წესი აქვთ ზოგ ქვეყანაში,დაქვრივებულ ქალს ქმრის ცხედართან ერთად რომ წვავენ და ერთ საფლავში მარხავენ ორივეს.ასე სჯობია,ღმერთმანი, – ერთბაშად დაწვა და ფერფლად ქცევა,ვიდრე სურვილების ნელ,ფარულ ცეცხლზე ფუჟვა ფარისევლური ძაძებითა და ცოდვილ გულისთქმათა საფარველი პირბადით”.
* * *
“ბედნიერებას ისტორია არა აქვს,ხოლო ბედნიერი ცხოვრება რომანად ვერ გადაიქცევა”. – (ავტორი გენია.ჯი)