ანდრეას ვილიამ ჰაინესენის რომანიდან – “შავი ქვაბი”
“იქნებ სატანა არც ისე ცუდია.იქნებ ბევრ ადამიანსაც კი სჯობს…”
* * *
” – ჯვრისა მეშინოდა,მაგრამ ახლა აღარ მეშინია.ახლა გავიგე და შევიგენი სიტყვები: “აიღე ჯვარი და გამოგვყევი ჩვენ”.ეს ხომ სულ ადვილია.მან ჯვარცმით დათრგუნა სიკვდილი და იქ გამოისყიდა სხვისი ცოდვები.ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.ჩვენც,ესე იგი ისინი,ვისაც ნამდვილად გვსურს გავყვეთ მას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ვაი ჩვენი – ბებერი პასტორების ბრალი,როგორ ვეჩვევით უბედურებას! შენც ხომ ამდენ წელს… დიახ,დიახ,ამას ვერსად გაექცევი,გარდაუვალია.სიკვდილს ახლობლისას თუ შორებლისას პროფესიონალის განცდით განიცდი.ყველა პირად გრძნობას ივიწყებ,საფლავზე წარმოსათქმელ სიტყვებს ჩაჰკირკიტებ და… დაკრძალვის იმ ჟამზე ფიქრობ,ცენტრალურ ფიგურად რომ იქცევი.ღმერთმა უწყის,კარგია ეს თუ ცუდი,მაგრამ ასეა და რა საჭიროა თვალთმაქცობა?!”
* * *
“ზოგჯერ საქმეს უკიდურესი პოზიციიდან უნდა შეხედო.რა თქმა უნდა,აპოკალიპსისი – ესეც ხომ ღვთის სიტყვაა”.
* * *
“საშინელია მარტოდ დარჩენა,მარტო დარჩენას სჯობს არ გაჩენა…”
* * *
“ცხოვრების გარდუვალი თანამგზავრია გულის გატეხა,მაგრამ გატეხილი გული,როგორც წესი,მთელდება”.
* * *
“ისტორიას სასაცილო ამბებიც ამშვენებს!”
* * *
“ჩვეულებრივი,ხალისიანი,აქტიური ცხოვრება დედამიწაზე,ჰა,ჰა,ჰა.ჩვენ ეს უდიდეს საიდუმლოებად მიგვაჩნია,მაგრამ ნამდვილი თუ გინდა,ამაში არაფერია გასაკვირი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ამ ეგრეთ წოდებულ ჯანსაღ და ძლიერ საქმოსან ხალხს,როგორც ხშირად უწოდებენ საზოგადოების ბურჯს… თითქმის ყოველთვის დეფექტური და მახინჯი შინაგანი ცხოვრება აქვთ.მათი ჩლუნგი გონება მხოლოდ ერთი,ერთადერთი პრობლემის ირგვლივ ტრიალებს: როგორ მოიხვეჭონ ფული?.მათი მღელვარე ყოფა ამა თუ იმ რელიგიურ დოგმაშია მოქცეული.მათ ერთხელ და სამუდამოდ ეშმაკს მიჰყიდეს სული და ბოლოს და ბოლოს გზა გაეხსნათ ყოველგვარი ბილწი და ბნელი საქმეების ჩასადენად”.
* * *
“დავლიოთ! გაუმარჯოს განცხრომით ცხოვრებას სამყაროს ოკეანეში!”