ამონარიდები ოლდოს ლეონარდ ჰაქსლის ნოველიდან – “ფეიერვერკის შემდეგ”
“უნდა იცოდე რას წერს ჰომეროსი: “სულის ღირებულება სირცხვილის დაკარგვაშია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყოველ ღმერთს ჰყავს მოწინააღმდეგე ღმერთისგან დამცველი.შიშველი კანის ღმერთი სულისა და ტანსაცმლის ღმერთის მტერია”.
* * *
“ძალზე ადვილია სისულელისა და გამოუსწორებელი რაღაც გიჟურის და ცუდის კეთება”.
* * *
“დედის საშოდან გამოსულები ჩვენ არამეგობრულ სამყაროში ვხვდებით,სადაც ჩვენი სურვილები გათვალისწინებული არაა,სადაც ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლენი,სადაც ვერ ვეგუებით და ვერ ვგრძნობთ მყუდროდ თავს.რა უნდა გააკეთო ამ სამყაროში? ან უნდა გაუძლო სინამდვილეს,იბრძოლო მისთვის,მორჩილად თუ გმირულად გადაიტანო ტანჯვა და ბრძოლა,ან არადა,უნდა გაიქცე სინამდვილიდან.პრაქტიკაში,თვით უძლიერესი გმირებიც კი გარბოდნენ – პასუხისმგებლობიდან წინასწარგანზრახულ უცოდინარობაში,უსიამოვნო ფაქტიდან – წარმოსახვაში.დიახ,თვით უძლიერესნიც და პირიქით,თვით ყველაზე სუსტ გამქცევებსაც შეუძლიათ გახდნენ ძლიერნი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიყვარული შეიძლება არსებობდეს ვნების,გაგების ან პატივისცემის გარეშე,მაგრამ შამპანურის გარეშე არ შეიძლება”.
* * *
“სიყვარული ფიქრს კი არ ნიშნავს,არამედ – მოქმედებას”.
* * *
“უდარდელობა უძლეველია,მხიარულება კი მოგონილი”.
* * *
“რას იზამ როცა ცხოვრებაა ასეთი,თავის შეკავება შეუძლებელია,რადგან დრო ყოველთვის დროა,მხოლოდ ხალხი არ არის ყოველთვის ერთი და იგივე.ზოგჯერ ერთია,ზოგჯერ – მეორე”. – (ავტორი გენია.ჯი)