ამონარიდები დიდებული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“გასაკვირი არ არის,ამ ცხოვრებაში ვერავითარ ერთგულებას რომ ვერ ვპოულობთ,რადგან იგი ჩვენ მიერ შებღალული მიცვალებულთა და განსვენებულთა სულებთან გადაბარგდა”. – აპულეუსის გენიალური ქმნილებიდან – (ოქროს ვირი)
* * *
“თმას ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს,რომ რაც უნდა ოქროთი და ძვირფასეულობით შემკული კაბა ჩაიცვას ქალმა,რითაც უნდა მოიკაზმოს,თუ თმა ლამაზად დავარცხნილი არა აქვს,მორთულად არ ჩაითვლება”. - აპულეუსის გენიალური ქმნილებიდან (ოქროს ვირი)
* * *
“შიშველის გახდას ათი ვაჟკაციც ვერ შეძლებს”. - აპულეუსის გენიალური ქმნილებიდან (ოქროს ვირი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ერიდე გრძნეულ ქალს,ენაჭარტალობამ ფათერაკი რამ არ შეგამთხვიოს”. - აპულეუსის გენიალური ქმნილებიდან (ოქროს ვირი)
* * *
“მშობლიური ქვეყნის გარეთ ადამიანი ერთგვარად თავისუფალია თავისი კლასის ზნე-ჩვეულებებისგან.მშობლიურ ენასავით,ჩვეულებასაც შენი საკუთარი ხალხი გაძლევს,ამიტომაც,ადამიანის ლაპარაკითა და ქცევით ადვილად ხვდები მისი კულტურის დონეს”. – ოლდოს ჰაქსლის ლეონარდ ჰაქსლის ნოველიდან – (სამკურნალო დასვენება)
* * *
“ადამიანი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი,როცა რაიმე საინტერესოს ქმნის ან როცა ღირსეულ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა”. - ოლდოს ჰაქსლის ლეონარდ ჰაქსლის ნოველიდან – (სამკურნალო დასვენება)
* * *
“მე არ ვეკუთვნი იმათ რიცხვს,ვინც მთელი სიცოცხლე უბედობას უჩივის.მაგრამ არის რაღაც ისეთიც,რომელსაც ყველაზე უძლიერესი ადამიანიც ვერ უძლებს”. - ოლდოს ჰაქსლის ლეონარდ ჰაქსლის ნოველიდან – (სამკურნალო დასვენება)
* * *
“ბელადს არ შეშვენის ბელადის ძებნა”. – ვრინდავანლალ ვარმას რომანიდან – (ლაქშმი ბაი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ხალხის ძალა მარადი და უძლეველია”. - ვრინდავანლალ ვარმას რომანიდან – (ლაქშმი ბაი)
* * *
“ღმერთი სასწაულებს სჩადის,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როცა საჭიროდ მიიჩნევს”. – როზმარი შუდერის რომანიდან – (ჯადოსნის ვაჟიშვილი)