ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“სიკვდილის სხვადასხვა სახეობა არსებობს: ისეთი,როცა სხეული თვალსაჩინო რჩება და ისეთი,როცა ისიც უკვალოდ ქრება მისგან გარიდებულ სულთან ერთად.ეს უკანასკნელი ჩვეულებრივ ადამიანთა თვალთაგან შორს ხდება (ასეთია ღვთის ნება) და მაშინ,რაკი არ ვართ ადამიანის გარდაცვალების თვითმილველნი,ვამბობთ,რომ იგი დაიკარგა ან რომ შორეულ გზას დაადგა – და ასეც არის.მაგრამ ხანდახან, და ამას ცოტა თვითმხილველი როდი ჰყავს,გაქრობა უამრავი ადამიანის თანდასწრებითაც ხდება.ასევე არსებობს სიკვდილის სახეობა,რომლის დროსაც სული კვდება,სხეული კი ცოცხლობს.ზუსტად არის დადგენილი,რომ ხანდახან სული სხეულთან ერთად კვდება,მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისევ ჩნდება დედამიწაზე და ყოველთვის იმ ადგილებში,სადაც სხეულია დამარხული”. – ამბროზ ბირსი (მიცვალებულთა ქალაქი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიხარული მუდამ გვიან მოდის”. – მორის დრიუონი (კერპთა დამხობა)
* * *
“ქვეყნად უწესობა,ძარცვა-გლეჯა,არეულობა,უმსგავსოება სუფევს – არა,ნამდვილად სჯობია,რომ ქვეყანას დიქტატორი,მგლის ჯიშის ბელადი განაგებდეს”. – ალექსეი ტოლსტოი (ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი)
* * *
“ხშირად აუტანელია სიმართლის ცოდნა”. - როზმარი შუდერი (ჯადოსნის ვაჟიშვილი) – (ავტორი გენია.ჯი)
“ჩემის აზრით,ადამიანებს შორის მუდამ რჩება და, მე რომ მკითხოთ,კიდევაც უნდა რჩებოდეს ,რაღაც ამაღლებული,განა ასე არ არის ჩემო ბატონო? ესე იგი ყველა პირობებზე ამაღლებული,თუნდაც დიდ უსიამოვნებებზეც კი,რომელიც შეიძლება მოჰყვეს… ასე არაა?” – თედორე დოსტოევსკი (მარადი ქმარი)
* * *
“მოწიფულ ასაკში ყრმობის წლებიდან იშვიათად თუ გადმოჰყვება კაცს სერიოზული შთაბეჭდილებანი,ბუნდოვანი რამ ჩრდილიღა რჩება – მცირე სიამეთა და ენით უთქმელ სატანჯველთა სუსტი,აწეწილ-დაწეწილი მოგონებები”. – ედგარ ალან პო (უილიამ უილსონი)
* * *
“და აქა ძალი ნებისა – ძალი წარუვალი,ვინ ჩახვდება მისი ნების საიდუმლოს? ღმერთი ძალაა უდიადესი,წარმომჩენი საგანთა არსისა,კაცი არც ანგელოზს,არც სიკვდილს არ დამორჩილდება სრულიად,თავისივე ნების უღონობა შეიწირავს მხოლოდ”. – ედგარ ალან პო (ლიგეა)
* * *
“ზოგჯერ ჩვენ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს იმის შესახებაც კი,რაც ყველაზე მეტად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენს ბედს განსაზღვრავს.ამავე დროს უამრავი სხვადასხვა მოვლენა არსებობს – თუ შეიძლება მათ ასე ვუწოდოთ – რომლებიც თითქოს სადაცაა აუცილებლად უნდა შეგვეხოს,მაგრამ გვერდზე ისე გვისხლტებიან,რომ არავითარ შესამჩნევ კვალს არ ტოვებენ და არაფრით ამჟღავნებენ თავიანთ მოახლოებას,არც სიხარულის ნაპერწკლებით,არც სევდის აჩრდილით,რაც ჩვენს ცნობიერებაში კრთის.რომ ვიცოდეთ ბედიწერის მიერ ჩვენთვის გამზადებული ყველა მოულოდნელობის შესახებ,დღენი ჩვენი სიცოცხლისა ისე აღსავსე იქნებოდა შიშითა და იმედებით,სიხარულითა და იმედგაცრუებებით,რომ ჭეშმარიტ სიმშვიდეს ვერასოდეს განვიცდიდით”. – ნათანიელ ჰოთორნი (დევიდ სუონი)
* * *
“სიცრუეა რომ ამბობენ ადამიანი და კურდღელი სხვადასხვანაირად კვდებიანო..მხოლოდ ჯარისკაცებს,რომელნიც ბრძოლის ველზე გმირულად იღუპებიან,მხოლოდ ჯარისკაცებს აქვთ უფლება,არ მოკვდნენ ისე,როგორც კურდღელი კვდება.დანარჩენები კი,სუყველანი,ზუსტად კურდღლებივით კვდებიან”. – ქენძაბურო ოე (დაგვიანებული ახალგაზრდობა)
* * *
“ალბათ ჩვენ ჩვენივე თავს ვუსმენთ მუდამ და პასუხსაც ჩვენვე ვაძლევთ საკუთარ თავს.მაგრამ ალბათ ღმერთსაც ესმის ჩვენი და პასუხს გვაძლევსა,ოღონდ ადამიანის პირით”. – როზმარი შუდერი (ჯადოსნის ვაჟიშვილი) – (ავტორი გენია.ჯი)