როზმარი შუდერის რომანიდან – “ჯადოსნის ვაჟიშვილი”

” – ნუთუ ცხოვრებისა არაფერი გაგეგება? ცხოვრებაში ერთი რამ არსებობს,რაც ადამიანს ყურს აცქვეტინებს, – ესაა ფულის ჩხრიალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – ყური მიგდე.როცა შენზე ვმშობიარობდი,ძალზე ცუდად შევიქენი,არავითარი სამკურნალო საშუალება არ ჭრიდა.ბებიაქალმა აღარ იცოდა რა ექნა.ჯერ ისევ გონებაზე ვიყავი.ამიტომ გადაწყვიტა პასუხისმგებლობის ტვირთი ჩემთვისაც გაენაწილებინა.ასე მითხრა: მშობიარობას მარტო ახალი სიცოცხლე კი არ მოაქვს,ხანდახან სიკვდილიც მოჰყვება ხოლმეო.რადგან ღმერთს ასე მოუწყვია,შეიძლება ორიდან ერთი გამოვსტაცო სიკვდილს: დედა ან შვილიო.გადაწყვეტით კი მე უნდა გადამეწყვიტა.

- და შენც გადაწყვიტე,დედა?

- დიახ, – მხოლოდ ეს უპასუხა დედამ.

- რატომ მიამბობ ახლა ამას?

- რადგან ეს იგივე კითხვაა,შენ რომ დამისვი, და მეც მსურს გიპასუხო.

- მაშინ ნამდვილად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა?

- დიახ,ჰანს.

- და შენ ეს იცოდი?

- დიახ, და ასე ვუთხარი: ბავშვი გადაარჩინე-მეთქი.

- ეს უღმერთო საქციელია,თვითმკვლელობაა.

- არა,ჰანსლე,შენ ამას უნდა მიხვდე.მე სიცოცხლე ვარჩიე

- სიცოცხლე… და მის გვერდით სიკვდილი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – როცა ორიდან მხოლოდ ერთია ასარჩევი,მესამეს ვეღარ დაუმატებ”.

* * *

“ღმერთო,დამიცავი საკუთარი თავისგან,რათა შენს წინაშე სულმოკლე,ხოლო ადამიანთა წინაშე უბადრუკი არ აღმოვჩნდე”.

* * *

“ვშიშობ,უფალო ღმერთო,რომ გონება ჩემი სუსტია მომძლავრებული უგუნურების წინაშე”.

* * *

“დიდ არმიას დიდი მხედართმთავარი სჭირდება”.

* * *

“რა მნიშვნელობა აქვს,ფული რომელი წყაროდან მოედინება.მთავარია ვის ხელში მოხვდება”.

* * *

“თუ ყველა გზა რომში მიდის,რატომ არ უნდა ავირჩიოთ მათ შორის უადვილესი?”

* * *

“კაცი მაშინ გეცემა თვალში,თუ თვალში საცემად არის ჩაცმული”

* * *

“ცხოველებსა და ადამიანებს შორის რაღაც თავისებური მსგავსებაა.დავინახავ ცხოველს და მყისვე გამახსენდება რომელიმე ნაცნობის რამე დამახასიათებელი ნიშანი.ღორი,ცხვარი,ძაღლი,მგელი,მელა,ვირი ან მაჩვი მაგონებს ვინმეს,უფრო სწორად,მისი ჭამის,სიცილის,სიარულის,გამომეტყველების თავისებურებას.პირიქით,ამ ადამიანის სახის გახსენებაზე მაშინვე თვალწინ წარმომიდგება რამე ცხოველი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>