მორის დრიუონის შესანიშნავი რომანიდან – “კერპთა დამხობა”

“მოხუცი ადამიანის სამყარო თავდაპირველად პარკითა და ბაღითაა შემოზღუდული,შემდეგ იმ ბაღის რამდენიმე კუნჭულით,მერე კარის ზღურბლით,მერე კი იმ ოთახის კედლებით,რომლის ერთადერთ კიბეზე უკვე ვეღარ ჩამოდის,ბოლოს ლოგინით და სკამის ზურგზე გადაკიდებული შარვლითა და პიჯაკით,თავად რომ ვეღარ იცვამს… სიკვდილი შეუბრალებლად დევნის ცხოვრებიდან და ბოლოს ზუსტად იმოდენა ადგილს უტოვებს,რამოდენასაც მისი ტანის ზომა მოითხოვს პირდაღებულ სამარეში”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – დამერწმუნეთ,ბატონებო,რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე დრო ადამიანის ცხოვრებაში არის ის წუთი,როცა არჩევანი უნდა მოახდინოს მეგობრობასა და სინდისს შორის”.

* * *

“როცა საზოგადოების კიბეზე ადიხარ,იმ მოხუცთა თავებზე გიწევს გავლა,რომელთაც ერთ დროს კალთით გატარეს”.

* * *

” – ოო,ამას წინათ ერთი უცნაური ამბის მოწმე გავხდი, – განაგრძო ნოელმა. – გაზეთში წავიკითხე,ახალდაქორწინებულნი სასიამოვნო სტუმარს ეძებენ საუზმეზე დასასწრებადო.ტელეფონით დავურეკე.მივედი.ჯერ ერთი ვიფიქრე,კარგად გამოვძღები-მეთქი,მეორეც,ხალხთან კავშირის განახლება მეწადა.თავი გავაცანი,ბარონ შუდლერი ვარ-თქო,ვუთხარი.გაკვირვება ვერ შევატყვე.სანდომიანი წყვილი იყო,საუზმეც კარგი ჰქონდათ.მეც,მგონი,მათთვის სასიამოვნო სტუმარი გამოვდექი.უეცრად ქალმა ჭიქა გადააბრუნა და დააქცია.მე ეს სრულიადაც არ ჩამითვლია რაღაც არაჩვეულებრივ მოვლენად.ასეთი რამ მეც შეიძლებოდა დამმართნოდა.მაგრამ ქმარი ძალიან გაჯავრდა,თითი დაუქნია და დაემუქრა: “აჰ,კიდევ დააქციე ჭიქა? ხომ იცი მაგისთვის,რაც მოგელისო?” “ვიცი,ვიცი, და დავიმსახურე კიდეცო”, – მიუგო ცოლმა ზლუქუნით.წამოდგნენ.ბიჭმა გოგო იღლიის ქვეშ ამოიდო,კაბა აუწია და ლაზათიანად მიტყიპა.მერე ვითომც აქ არაფერიაო,ისევ თავიანთ ადგილებზე დასხდნენ.მე კი იცით,რისთვის მიმიყვანეს,ჩემო კარგო? თურმე იმ კაცს ცოლი უცხო პირის თანდასწრებით უნდოდა გაელახა.ახლა ხომ დამერწმუნებით,რომ ქვეყანა შეშლილებითაა სავსე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ჩვენ შეჩვეული არა ვართ სიკეთის გრძნობით გასხივოსნებული ძლიერება დავინახოთ”.

* * *

“ადამიანის დღემოკლეობის შეგრძნება: ეს არის მთელი ჩვენი მემკვიდრეობა”.

* * *

“ზოგიერთისთვის სინდისი ისეთი ლმობიერი მსაჯულია,რომელიც ხშირად თავის განაჩენსაც აუქმებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“რატომაა,რომ ხანდახან ომსაც სიხარულით ხვდებიან ადამიანები.იმიტომ,რომ უმრავლესობა დაქანცულია ყოველდღიურობით და ერთსა და იმავე მარცვალზე ერთი და იგივე დოლაბის ტრიალით.ჰოდა,საჭიროა ერთ მშვენიერ დღეს მათი გულების ავარვარება”.

* * *

“კაცი ხარ თუ ქალი,ცოტა მეტი საყვარელი გეყოლება,თუ ცოტა ნაკლები,რა მნიშვნელობა აქვს?”

* * *

“არაფერია,საიქიოში,არაფერი!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>