ვიქტორ ასტაფიევის რომანიდან – “მწუხარე დეტექტივი”
“რა დიადი,რა საოცარი გამოცანაა! მის შესაცნობად “ასეულ წლებს ჩაუვლია,მაგრამ ვერავის ამოუხსნია.დინასტიები,იმპერიები,საზოგადოებანი იავარქმნილან,ნაცარტუტად ქცეულან,როდესაც იქ ოჯახი შერყეულა,ოჯახური კერა დაქცეულა,ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი დაჰკარგვიათ,ცალ-ცალკე ხეტიალი დაუწყიათ და ერთმანეთისკენ მიმავალი ბილიკი ვერ უპოვიათ.დინასტიები,იმპერიები,საზოგადოებები,რომლებსაც ოჯახი არ შეუქმნიათ ან მისი ფესვები ამოუძირკვავთ,დაუწყიათ ბრექი და თავგამოდება,ტრაბახი თავიანთი პროგრესით,იარაღის ჯღარუნით,დასაღუპად განწირულნი ყოფილან – თავი დიდხანს ვერ გაუტანიათ.ოჯახის ნგრევასთან ერთად ირღვეოდა თანხმობა,თანადგომა,თანაზიარობა,ბოროტება სთრგუნავდა სიკეთეს,მათ ფეხქვეშ ირყეოდა და სკდებოდა მიწა,რათა შთაენქა პირუტყვად ქცეული ბრბო.ყოვლად უსაფუძვლოდ თავითავს ადამიანებს რომ უწოდებდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ო,ღმერთო,ეს რა უბედური ზნე სჭირს ზოგიერთს: დაიხსომოს ათასი სისულელე,დაინახოს ის,რაც დასანახი არ არის,იცხოვროს არა ისე,როგორც კეთილი ხალხი ცხოვრობს,ყოველგვარი თავსატეხის,ზედმეტი ფიქრისა და ზრუნვის გარეშე,იცხოვროს თავისთვის,ჩუმად,შეუმჩნევლად,უბრალო,ჩვეულებრივი ცხოვრებით…”
* * *
“აი,ეს უნდა გაიაზრო,უნდა ამაღლდე ცხოვრების სიმართლის გაგებაზე,თორემ რატომ და რისთვის უნდა ეტენებოდე ხუროდ,თუკი ხელში ცულის დაჭერაც არ შეგიძლია.რეალობა,ქვეყნად არსებული ყოველი ყოფიერება,სიმართლეა – თვით დედამიწა,ცა,ტყე,წყალი,სიხარული,ცრემლი,მწუხარება,სიცილი,თვითონ შენ,ხეიბარი თუ სარი ფეხებით,შენი შვილებით,შთამომავლობით.სიმართლე ადამიანის ყველაზე უფრო ბუნებრივი მდგომარეობაა,მას ვერც ამოიყვირებ,ვერც ამოიკვნესებ,ვერც ამოიქვითინებ,თუმცა ყოველ ამოძახილში,ყოველ ამოკვნესებაში,სიმღერაში,ტირილში იგი კვნესის,ტირის,ოხრავს,იცინის,კვდება და იბადება.მაშინაც კი,როცა შენ ჩვეულებრისამებრ თავს იტყუებ ან სხვას ატყუებ – ესეც სიმართლეა და როცა ყველაზე საზარელი მკვლელი,ქურდი,მაიმახი,უტვინო უფროსი,ეშმაკი და გაიძვერა მეთაური – ყველა,ყველაფერი ეს სიმართლეა,ჭეშმარიტებაა,ზოგჯერ უსიამოვნო,ამაზრზენიც. და როცა დიდმა პოეტმა ამოიკვნესა: “არა,არ არის ქვეყნად სიმართლე,მაგრამ სიმართლე ზეცაშია!” – იგი როდი თვალთმაქცობდა.იგი ლაპარაკობდა უმალეს სამართლიანობაზე,იმ ჭეშმარიტებაზე,რომელსაც ადამიანები მხოლოდ ტანჯვით გაიზიარებდნენ და რომლის სიმაღლეების მიღწევის ცდისას ფეხი უცურდებათ,იღუპებიან,ამსხვრევენ საკუთარ ბედს,მთელი ერების ბედიღბალსაც კი,მაგრამ როგორც ალპინისტები,მაინც არ ეშვებიან,ეჭიდებიან დამღუპველ შვეულ ლოდებს.ჭეშმარიტების მიღწევა ადამიანური ცხოვრების უზენაესი მიზანია.მისი მიღწევის გზაზე ადამიანი ქმნის და არ შეუძლია არ შექმნას ის ჭეშმარიტება,რომელიც მას გამოადგება კიბედ,გზის მანათობელ ვარსკვლავად უზეშთესი ნათლისა და შემოქმედი გონისადმი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ეჰ,მთავარია ჯანი იყოს,თორემ სხვა ყველაფერი იქნება,ყველაფერს მოესწრება ადამიანი…”
* * *
“დიახ,ღმერთს ასე დაუწესებია: მარტო შენ კი არ უნდა მიირთვა ლუკმა,სხვასაც უნდა გაუნაწილოო! აი,მაშინ დამყარდება ამქვეყნად სამართლიანობა და იმქვეყნადაც”.