ჰანს ფალადას რომანიდან – “სიკვდილის დროს ყველა მარტოა”

“ვერაფერს გაიგებ კაცი,როგორი ეშმაკიც არ უნდა იყო,შენზე ჭკვიანები მუდამ მოიძებნებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ღმერთის მსახური ომიანობის დროს მებრძოლი უნდა იყოს და არა ლაჩარი შემრიგებელი!”

* * *

“შვილები იშვიათად იწერებოდნენ,სანახავად არ ჩამოდიოდნენ,მოხუცებს ეს ცოტა კი სწყინდათ,მაგრამ რას იზამ,ასეთია ჩიტების თვისება,ფრენას როცა ისწავლიან”.

* * *

” – თქვენ გგონიათ,რომ მხოლოდ ჭკუანაკლულებსა აქვთ უნარი გაიღონ ყოველგვარი მსხვერპლი,რათა წესიერ ადამიანებად დარჩნენ?”

* * *

“სიკვდილმისჯილთათვის აღარ არსებობენ ამხანაგები”.

* * *

“არავითარი შეწყალება იმ დამნაშავეს,რომელიც ადამიანის სახელს არ იმსახურებს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“საბოლოოდ,როგორც იქნა,გავიგე,რომ ვექილს ზოგჯერ კლიენტის ნაცვლად თავის ბატონ-პატრონთა დაცვა უფრო ეხერხება!”

* * *

“ყველას რაღაც დანაშაული მიუძღვის,საჭიროა კარგი გამოჩხრეკა და რასაც ეძებ ყოველთვის იპოვი”.

* * *

“არიან სიტკბოების მაძიებელი კაცები,რომლებიც ამ ქვეყანაზე სიამოვნებას ეძიებენ,ხოლო ნარის გლეჯას სხვისი ხელით არჩევენ”.

* * *

“მე ვფიქრობდი,საკმარისია,თუ საქმეს წესიერად აკეთებ-მეთქი.მაგრამ,თურმე,მხოლოდ ეს არ კმარა,ბედი უნდა გწყალობდეს”.

* * *

“ხალხს არასოდეს არ უნდა მიეტმასნოს კაცი!”

* * *

“მე საკუთარ თავს ვეუბნები: მაშინ მექნება პირადი ბედნიერების უფლება,როცა ამ მიწაზე ასეთი ბედნიერბისათვის შენობა აშენდება-მეთქი”.

* * *

“რას არ კადრულობენ ადამიანები!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება