ვრინდავანლალ ვარმას რომანიდან – “ლაქშმი ბაი”
“გისურვებთ იმდენ ბედნიერებას,რომ თქვენც გეყოთ და სხვებზეც გულუხვად გასცემდეთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“იყავი ყოველთვის შენი იდეალის ერთგული.რადაც არ უნდა დაგიჯდეს”.
* * *
” – მომისმინეთ გულდასმით.ყოველთვის არ ყვავის ყვავილები და არც მათი სურნელებაა ხელმისაწვდომი ყველასთვის.არც ჩვენი მხიარულებაა ყოველთვის ხელმისაწვდომი.უმეტესად ჩვენ გულში ვინახავთ ტკბილ მოგონებებს განცდილ სიხარულზე,დამჭკნარ ყვავილებზე.მოგონებები თავისთავად დიდი საუნჯეა ადამიანისათვის.სულს ჩვენსას კი სხეული ასულდგმულებს, და რომ სხეული იყოს ჯანსაღი,იგი უნდა გაამაგრო და გამოწართო.მაშინ სულიც გაკაჟდება და თქვენც მამაცნი და მედგარნი გახდებით”.
* * *
“განუსაზღვრელი ძალაუფლება მეტად უგემური ხილია.ვინც მას მიირთმევს,სჩადის ყოველივეს,რაც აზრად მოუვა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთმა უწყის რა დამსახურებისათვის,ერთნი იღებენ მიწასა და ჯამაგირს,სხვებს კი უმნიშვნელო დანაშაულისათვის ასახიჩრებენ”.
* * *
“თვითონ განსაჯეთ: განა ჯაგლაგს მოუხდება ოქროს უნაგირი?”
* * *
“მარტო სინდისს შეუძლია უკარნახოს ადამიანს,თუ რისი გაკეთების უფლება აქვს.აქ ძალაუფლება არ უნდა ერეოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – და მაინც ცილისწამება უნდა აღიკვეთოს!”
* * *
“გაცოფებული ტურის ლომსაც კი ეშინია”.
* * *
“ეცადე იპოვო ჭეშმარიტი ბედნიერება ღვთისმოსაობაში…”