ალექსანდრე დიუმას რომანიდან – “დედოფალი მარგო”
“მხოლოდ სიძულვილს შეუძლია ჩაგვადენინოს იმდენივე სისულელე,რამდენიც სიყვარულს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთო! ღმერთო! შემიწყალე… ღმერთო! დაივიწყე,რომ მეფე ვიყავი,მე ხომ შენთან უსკიპტროდ და უგვირგვინოდ მოვდივარ… ღმერთო! დაივიწყე მეფის დანაშაული და გახსოვდეს ჩემი ტანჯვა,როგორც ადამის ძისა… ღმერთო! აჰა,აგერ ვარ!”
* * *
” – გარბის,მაშასადამე,ძლეულია!”
* * *
“აი მეფეების ხვედრი,ანრიო: მათ თავიანთ ნება-სურვილზე არც სიცოცხლე შეუძლიათ და არც სიკვდილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“როცა მეფე კვდება,ყოველთვის გამოერევიან ხოლმე ადამიანები,რაღაცას რომ კარგავენ და ეშინიათ,ამ რაღაცას მისი მემკვიდრის მეფობის დროს ვეღარ ვიპოვითო”.
* * *
“გადაჭრილი პასუხი იმდენად ძნელი და რაც მთავარია,იმდენად სერიოზული რამ არის,რომ ნამდვილ წინადადებას უნდა დაელოდო”.
* * *
“ჩვენი სამეფო კარის ღირსება ჩვენი ჯვარია,ქრისტესავით იგი გოლგოთაზე უნდა ავიტანოთ და თუ გზაზე ჩვენც წავიფორხილებთ,მასავით მამაცურად და უდრტვინველად ისევ ავდგებით”.