ივანე ეფრემოვის რომანიდან – “სამართებლის პირი”

“ქალიშვილზე,რომლის ერთადერთი დამცველი მხოლოდ მისი სილამაზეა,ხელს რომ აღმართავს,ისეთი ჯალათის პოვნა ძნელი როდია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ბედუკუღმართი ქალიშვილის ხანმოკლე ბედნიერება არ აღდგება”.

* * *

“ჰიპნოზი საოცრება არაა და მისი შესაძლებლობანი ძალიან შეზღუდულია.საინტერესოა,რომ მისი გამოყენება გაცილებით ადვილია კეთილი საქმისთვის,ვიდრე ბოროტობისათვის.აქედან გამომდინარეობს უძველესი რწმენა,რომ შთაგონების თანდაყოლილი ნიჭი იკარგება,თუ მას ხალხის საზიანოდ იყენებენ”.

* * *

“ყოველმხრივ სრულყოფილ ადამიანთა ბედისწერის სიმძიმის იდეა ძალიან დიდი ხნის წინ წარმოიშვა.უძველეს ელადაში ხალხს კარგად ესმოდა,რომ სიკეთე და სილამაზე,საკუთარი თავისთვის გამოუსადეგარია; სამართლიან ჭკუას და სიმართლის ძიებას,ჩაგვრას დანებებულ ანდა მოტყუებული ხალხისაგან განსხვავებული ცხოვრების ცდას ადამიანი მიჰყავს სატანჯველი ცხოვრებისაკენ,ყველა ამ თვისებას კი,ერთად თავმოყრილს, – გარდაუვალ და მალე დაღუპვამდე”.

* * *

“კანონი მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ სჯის.სხვაგვარად არ შეიძლება,ეს სწორია,მაგრამ მაინც ქვეყნიერების ასე აწყობა ხომ თავმდამსხმელს აძლევს უპირატესობას,როგორც ვეფხვს ბალახისმჭამელთა წინაშე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ადამიანის დიდი ენერგიის მქონე ფსიქიკასაც დიდი სიმტკიცე აქვს როგორც გამღიზიანებლისადმი,ისევე შინაგანი კონფლიქტის მიმართ.არასაკმარისად ძლიერი ფსიქიკის მქონე ადამიანი კი ადვილად ემორჩილება გარეშე ზეგავლენას,პანიკას,საზოგადოებრივ ფსიქოზს და საერთოდ მორალურად მტკიცე არ არის.მეტისმეტად წყალწყალაა”.

* * *

” – სპილოების მცოდნენი ირწმუნებიან,რომ ხასიათით,ასაკობრივ ცვლილებებსა და ავადმყოფობასთან დამოკიდებულებაში სპილო ძალიან ჰგავს ადამიანს,გარდა იმისა,რომ რამდენადმე უფრო მამაცია,ზოგიერთ სხვა საკითხში – სუსტია.ხდება ხოლმე,რომ სპილო ავად ხდება რაღაც უცნობი ავადმყოფობით,რაც ჩვეულებრივ მკურნალობას არ ემორჩილება და ოპერაციაც არ არის საჭირო.სპილო ავადმყოფობასთან ბრძოლით იღლება,რამდენჯერმე მძიმედ ამოიოხრებს,კვნესის და წვება.თუ იმწუთში არ ააყენებენ,ვეღარასოდეს ადგება.მაშინ ბირმელი სპილოს ექიმები უკიდურეს საშუალებას მიმართავენ – სპილოს თვალებში ყიჟინით აყრიან საშინლად მწვავე პილპილს.აუტანელი ტკივილისაგან ცხოველი გააფრთდება,იგი დგება და… გამოჯანმრთელდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – ის,ვისთვისაც ყველაფერზე მაღლა მეცნიერება დგას,შეშლილი ფანატიკოსია”.

* * *

“მაგონდება უილიამ ბლეკის სიტყვები: “აბსოლუტური აღქმადობის ზღურბლი ღია რომ იყოს,ადამიანს ყველაფერი ისეთივედ მოეჩვენებოდა,როგორიც იგი სინამდვილეშია”.

* * *

“განა მშვენიერი არაა,რომ ადამიანის ნამოქმედარი ღვთაებრივად ითვლება და მასში დაფარული ძალა,ღვთის მოწყალებასავით დიდია?”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>