ვლადიმერ ჯანჯღავას მოგონებების წიგნიდან – “ერთგულება”
“რაგინდ ბევრი საყურადრებო,მნიშვნელოვანი და გულის ამაჩუყებელი რამ ჰქონდეს ადამიანს სიცოცხლეში მოსაგონარი,ბავშვობისდროინდელი ამბები მაინც ყველაზე ცხოვლად შემორჩება ხოლმე ხსოვნას,რაც უფრო შორდები მათ დროითა და მანძილით,მით უფრო მეტ სინათლესა და მიმზიდველობას იძენენ,მით უფრო სათუთნი,ახლობელნი და მგრძნობიარენი ხდებიან.თვით ის ადამიანებიც კი,დიდი ხნის წინათ რომ დატოვეს ეს ქვეყანა,თითქოს ისევ გვერდში გვიდგანან და გვესაუბრებიან,ოდესღაც დერეფნის წინ მდგარი,მწვანე ფოთლით შემოსილი ხეც კვლავ ძველებურად შარიშურობს და მშობლიური მიწის სითბოც,რომელზედაც დიდი ხნის წინათ ფეხშიშველა ბიჭი დარბოდი,ფეხის გულებზე მაშინდელი სიამით გიღიტინებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რუსთაველმა დაგვიკანონა: “რაცა ვისცა ბედმან მისცეს,დასჯერდეს და მას უბნობდეს: “მუშა მიწყივ მუშაობდეს,მეომარი გულოვნებდეს!”
* * *
” – ჩვენთან,საქართველოში ასე ამბობენ: დაე,ჩემი შვილი სიცოცხლის პირველ დღეს ნუ იქნება ბედნიერი,ოღონდ მერე მთელი სიცოცხლის მანძილზე ბედნიერი იყოსო”.
* * *
“ერთ რამეს ვთხოვ ყველას,ვინც ამ დროს გადაურჩება: არ დაივიწყოთ!.. მოთმინებით შეაგროვეთ ცნობები მათ შესახებ,ვინც დაეცა თავისთვის და თქვენთვის…”
* * *
“მეთაურის მიღებული ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებაც კი ქვიშაზე აშენებული აღმოჩნდება,თუ იგი მატერიალურად უზრუნველყოფილი არ იქნა”.
* * *
“ადვილი ბრძოლები არ არსებობს.თვით ყველაზე იღბლიანი და წარმატებული ბრძოლაც კი გარდაუვალად დაკავშირებულია სიკვდილთან,დაჭრასთან და ყოველ წამს მოსალოდნელ საშიშროებასთან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მთავარია სამშობლოს წინაშე ერთგულება”.