ამონარიდები ფრენსის ბრეტ ჰარტის თხზულებებიდან…

“არსებობენ ადამიანები,რომელთა წიგნიერი ცოდნა წინა კვირის გაზეთს იქით არ მიდის”. - (კალავერასელი ბრაუნი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ისე უნდა იქცეოდეთ თქვენს ცილისმწამებლებთან,როგორც ლმობიერი,ყოვლისშემწყალებელი პიროვნება,რომელიც ეყრდნობა არა ბრბოს ფარისევლურ პატივისცემას,არამედ დარწმუნების საიმედო ზემოქმედებას,რაც გაცილებით ძვირად ფასობს,ვინემ ხალხის კეთილგანწყობილება”. – (ამბავი მისტერ ჯონ ოუკჰერტის ცხოვრებიდან)

* * *

“ქალს ისეთი უცნაური თვისება აქვს,რომ საკუთარი გეგმა არ გააჩნია,უნებურად ღებულობს ვინმეს გეგმას და იმის მიხედვით აშენებს სახლს,სრულიად განსხვავებულს,ვიდრე თვითონს გამოადგებოდა”. - (ამბავი მისტერ ჯონ ოუკჰერტის ცხოვრებიდან)

* * *

” – ის,ვინც თავის ქვეყანას ღალატობს,ყველაფერში ჩაიდენს ღალატს”. – (თენკლუფ ბლოზომი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“როდესაც ძალაუფლების განმტკიცებისათვის ხალხის თავისუფლება ემორჩილება უმაღლეს სამხედრო ხელისუფლებას და პატივმოყვარეობის გულის თქმას,მაშინ სახელმწიფო დაღუპულია”. - (თენკლუფ ბლოზომი)

* * *

“ამ ქვეყანაზე არსებობს ისეთი რაიმე,რისთვისაც ღირს თავის დამცირება”. - (თენკლუფ ბლოზომი)

* * *

“თუკი მამაკაცი დარწმუნებულია ქალს ვუყვარვარო,მისგან გულწრფელად შეიწყნარებს ყოველნაირ პირფერობას,თუნდაც შეურაცხმყოფელს.თვითონ,შესაძლოა,ეჭვი შეიტანოს მის გავლენაში კაცობრიობის უფრო უგრძნობელ მსჯელობაზე,მაგრამ მაინც აღიარებს,რომ ამდაგვარი საბრალო არსება,ასე თუ ისე,უხვდება საწადელს და რაღაც ბუნდოვნად გამოხატავს ნიადაგ მარადიულს,ოღონდ ჯერ კიდევ შეუცნობელ ჭეშმარიტებას.ხოლო,როდესაც ამნაირი სიტყვები იღვრება ახალგაზრდა,მხურვალე,მეწამულ ბაგეთაგან,რატომღაც ისევე დამაჯერებლად ჟღერს,როგორც შორეული,უნდილი განაჩენი შთამომავლობისა”. -  (თენკლუფ ბლოზომი)

* * *

“ნუ იწუწუნებ იმისათვის,რომ წმინდანი არა ხარ,ხოლო სხვები კი ანგელოზები”. – (კალავერასელი ბრაუნი)

* * *

“ადამიანს სჭრიდება მცირეოდენი თავისუფლება”. -  (კალავერასელი ბრაუნი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>