ეტელ ლილიან ვოინიჩის რომანიდან – “კრაზანა”
” – პატარებს ღმერთი ეხმარება კარგი ადამიანების ცნობაში”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჩემი აზრით,ძალზე საწყენია,რომ ეკლესია უკრძალავს მღვდლებს ცოლის შერთვას: სრულიად არ მესმის,რატომ.ბავშვების აღზრდა სერიოზული საქმეა და მათთვის ძალიან საჭიროა,რომ დაბადებიდანვე კარგ გავლენას განიცდიდნენ.მე მგონია,რაც უფრო მაღალი მოწოდება აქვს ადამიანს და რაც უფრო წმინდა ცხოვრებას ატარებს,მით უფრო გამოდგება მამად”.
* * *
“როცა ადამიანები მოინდომებენ თავისუფალი გახდნენ,განა მაშინ შესაძლებელია ვინმემ დაიმონოს ისინი?”
* * *
” – რაც უფრო რთულია საქმე,მით უფრო საჭიროა ახლავე შევუდგეთ მას”.
* * *
“თუ საკმაო საბუთი არაა,არაფერში ხელი არ უნდა შევუშალოთ ახალგაზრდობას.აი,კანონი,რომლითაც მე ვხელმძღვანელობ.არა მგონია,ქვეყანაზე ბევრი მოზარდი იყოს ბუნებით უწესრიგობის მომხრე და დარწმუნებული ვარ,თუ ახალგაზრდებს პატივისცემით მოვეპყრობით,ისინიც აღარ მიაყენებენ უფროსებს ზედმეტ დავიდარაბას.მშვიდი ცხენიც დაიწყებს წიხლების სროლას,თუ ყოველ წუთში მოქაჩეს ლაგამი”.
* * *
” – შვილო ჩემო,თუ თქვენ სულს მოევლინა ახალი ნათელი,მასში ჩაისახა დიადი მუშაობის ოცნება თანამოძმეთა საკეთილდღეოდ,თუ თქვენ იმედი გაქვთ შეუმსუბუქოთ ხვედრი დაქანცულთა და დამონებულთ,მაშინ უნდა დაფიქრდეთ,როგორ ექცევით ღმერთის ამ ყველაზე ძვირფას საჩუქარს.ყველა სიკეთე მხოლოდ მისი ხელიდან გამოდის და თქვენი ახლად დაბადებაც მისივე საქმეა.თუ თქვენ გადადეთ თავი შესაწირავად,თუ თქვენ იპოვეთ გზა,რომელიც მიდის მშვიდობისაკენ,თუ თქვენ შეუკავშირდით საყვარელ ამხანაგებს,რომ თავისუფლება მოუპოვოთ მათ,ვინც ფარულად ღვრის ცრემლებს და ვისაც აწუხებს თავისი მწარე ბედი,მაშ იზრუნეთ,რომ თქვენი სული თავისუფალი იყოს ვნებისა და შურისაგან,თქვენი გული კი იყოს საკურთხეველი,სადაც შეუწყვეტლივ გიზგიზებს საღვთო ცეცხლი.გახსოვდეთ,რომ ეს არის დიდი და წმინდა საქმე და გული,რომელიც გაჟღენთილია მით,თავისუფალი უნდა იყოს პირადი ინტერესებისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რაინდობა და დონ-კიხოტობა ძალიან კარგი რამ არის,მაგრამ გადამეტებული კი არ ვარგა.ეს არის ის შეცდომა,რომელსაც ხშირად სჩადის ახალგაზრდობა”.
* * *
“ცხოვრება,ეტყობა,ყველგან ერთნაირი ყოფილა: სიბინძურე,საძაგლობა,სამარცხვინო საიდუმლოებანი,ბნელი მიხვეულ-მოხვეულები,მაგრამ ცხოვრება ცხოვრებაა და საჭიროა ყველაფერი გამოგლიჯო მას,რაც შესაძლებელი იქნება”.
* * *
“ყველაზე უფრო მომაკვდინებელი იარაღი,რომელიც კი მე ვიცი,ეს არის სიცილი”.
* * *
“თუ ადამიანს არ სურს მტრები გაიჩინოს,მაშინ ხელი უნდა აიღოს პოლიტიკური სატირის წერაზე”.
* * *
“ჩემი აზრით,სირცხვილია დასცინო და სამასხრო საგნად გახადო ადამიანი მხოლოდ იმიტომ,რომ ის გონებანათელი არაა.. ეს იგივეა,რომ დასცინო კოჭლს,ანდა…”
* * *
“ცუდია ის,რომ ერთ კაცს ეძლევა უფლება დასჯისაც და პატიებისაც.ეს გარემოება სიყალბეს ქმნის ადამიანთა შორის ურთიერთობაში”.
* * *
“უკონტროლო ძალაუფლება ათახსირებს კაცს!”
* * *
“შუაგზაზე დაგდებულ ქვასაც შესაძლოა კეთილი განზრახვები ჰქონდეს,მაგრამ მისი აღება მაინც საჭიროა”.
* * *
“ქვეყანაზე არ არსებობს ისეთი საშუალება,რომ ადამიანმა შეცვალოს ის,რაც ერთხელ ჩაიდინა და ამიტომ არ ღირს ფიქრი ძველი დანაშაულის შესახებ; და რაკი აღარ შეიძლება მისი გამოსწორება,დაე მკვდრებმა დაიტირონ მკვდრები”.
* * *
“ისწრაფეთ მომავლისკენ,სანამ ის კიდევ თქვენია,ნუღარ იფიქრებთ იმის შესახებ,რაც წინათ ცუდი ჩაგიდენიათ,იფიქრეთ იმ სიკეთის შესახებ,რომლის გაკეთება მომავალში თქვენ კიდევ შეგიძლიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)