რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,კუბის რევოლუციის ლიდერი და ქვეყნის ექს-პრეზიდენტი – ფიდელ კასტრო,თავის დროზე,სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ ერთობ განსაკუთრებული ლტოლვით გამოირჩეოდა.დაასახელეთ ის მეტსახელი,რაც მას ზემოაღნიშნული თვისების გამო უწოდეს.
შეკითხვა მეორე: დაასახელეთ,როგორ ოთახში მუშაობდა გენიალური იტალიელი მხატვარი და სახვით ხელოვნებაში რეალიზმის ფუძემდებელი – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო. – (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მესამე: როგორც ცნობილია,რუსი მწერალი და პოეტი – ივანე ტურგენევი,არა მხოლოდ დიდი თავით იყო გამორჩეული (აღნიშნულის გამო მას მოიხსენიებენ,როგორც - “ლიტერატურის ყველაზე დიდი თავი”),არამედ ერთობ წვრილი, და შეიძლება ითქვას – ქალური ხმითაც კი გამოირჩეოდა.დაასახელეთ ის,თუ რას ამბობდნენ ტურგენევზე თავისი წვრილი ხმის გამო.
* * * * * * * *
პასუხი პირველი: “ცხენი”.
პასუხი მეორე: ბნელ ოთახში,რომელსაც მხოლოდ ერთი პატარა სარკმელი გააჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მესამე: “ქალის სული ციკლოპის გარეგნობაში”.