სტივენ ედვინ კინგის რომანიდან – „უიმედოთა ქალაქი”
„ღმერთთან კავშირი არ უნდა გაწყვიტო მაშინ, როცა კარადა სავსეა, რათა მაშინ, როცა კარადა ცარიელი იქნება, მასთან მისვლა შეგეძლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ურწმუნოების სულიერი მდგომარეობა უიმედობაა”.
* * *
„ – ღმერთი ვერ გაგაკეთებინებს იმას, რაც თავად არ გინდა…”
* * *
„დავიღალე ამდენი სიკვდილით”.
* * *
„ღმერთს არ შეუძლია ადამიანებთან თავისი ნამდვილი სახით მისვლა – შიშისგან სულს გააფრთხობენ და საერთოდ ვერაფერს გააკეთებენ. ღმერთი სხვა სახით მოდის. ფრინველების, ცეცხლის სვეტის, ალმოდებული ბუჩქის, გრიგალის სახით…
- ანდა ადამიანის სახით. მართალია, შენიღბვის ოსტატია ღმერთი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთი არასოდეს გვაძალებს რაიმეს გაკეთებას. უბრალოდ, გვეუბნება, რა უნდა, მერე კი უკან იხევს და ელოდება, რა მოხდება. როცა ღირსი მარტინი თავისუფალი ნების შეთანხმებაზე მესაუბრებოდა, მისი ცოლი შემოვიდა და ყური დაუგდო, მერე კი თქვა, რომ დედამისს ერთი დევიზი ჰქონდა: „ღმერთი ამბობს, აიღე, რაც გინდა და გადაიხადეო”.
* * *
„არ მინდა ღმერთის ხუმრობაში კულმინაციური მომენტი მე ავღმოჩნდე”.
* * *
„რაც უნდა ედოს ადამიანს ჯიბეში, ყველაფერი რაღაცას ნიშნავს”.
* * *
„ადამიანი კვდება, როდესაც აღარ გრძნობს და აღარ იცვლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტყუილის თქმა თხზვაა. თხზვა ხელოვნებაა და, მაშასადამე, ხელოვნება ტყუილია”.
* * *
„ – მომისმინე, დევიდ. ისეთი რამე უნდა გითხრა, რასაც ვერც შენი მღვდელი გასწავლის, ვერც შენი ბიბლია. როგორც მე ვიცი, ამას თავად ღმერთი გვამცნობს. მისმენ?
დევიდმა მხოლოდ შეხედა მარინვილს, თქმით არაფერი უთქვამს.
- ისე თქვი, ღმერთი სასტიკიაო, მთელი თავისი დღე დამოსწრება ტაიტიზე ნაცხოვრებმა კაცმა რომ თქვას, თოვლი ცივიაო. იცოდი, მაგრამ გონებით ვერ სწვდებოდი, – ჯონი ბავშვს მიუახლოვდა და ხელისგულები ცივ ლოყებზე მიადო, – იცი, რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს შენი ღმერთი, დევიდ? როგორი დაუჯერებელი სასტიკი?
დევიდი იცდიდა, არაფერი უთქვამს. ვერ გაეგო ჯონის, უსმენდა თუ არა ბიჭი.
- ზოგჯერ სიცოცხლეს გვაძალებს”. – (ავტორი გენია.ჯი)