ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“ყველაფერი სიცრუეა,ყველაფერი ოცნებაა,ყველაფერი ისეთი არაა,როგორიც გეჩვენებათ.თქვენ გგონიათ ის საუცხოოდ შეკერილი სერთუკით მოსეირნე ვაჟბატონი მდიდარია?! არა,მხოლოდ ეს სერთუკია მისი მთელი ავლადიდება.იქნებ გგონიათ,რომ ორი ჩასუქებული კაცი,რომლებიც მშენებარე ეკლესიის წინ შეჩერებულან,მის არქიტექტურაზე მსჯელობენ?! არა,ისინი ერთმანეთის პირდაპირ უცნაურად ჩამომჯდარ ორ ყვავზე ლაპარაკობენ.იქნებ ფიქრობთ,ხელების ქნევით მოლაპარაკე ენთუზიასტი იმ ამბავს ჰყვება,როგორ ესროლა მისმა ცოლმა გუნდა სრულიად უცნობ ოფიცერს? არა,ის ლაფაიეტზე საუბრობს.თქვენ ფიქრობთ,რომ ეს მანდილოსნები… მაგრამ მანდილოსნებს ყველაზე ნაკლებად ენდეთ.მაღაზიის ფანჯრებს ნაკლებად უყურეთ,იქ გამოფენილი ფუფუნების ნივთები მშვენიერია,თუმცა საოცრად ბევრი ფულის სუნი ასდით.ღმერთმა დაგიფაროთ ქალების ქუდების ქვემოთ შეჭყეტისაგან.როგორც უნდა ფრიალებდეს შორიდან მშვენიერი ქალის წამოსასხამი,არასოდეს ავედევნები მას.შორს,ღვთის გულისათვის,შორს ფარნისგან! სწრაფად,რაც შეიძლება სწრაფად აუქციეთ მას გვერდი.ბედნიერება იქნება,თუ იგი მხოლოდ მყრალ ზეთს გადმოანთხევს თქვენს დარდიმანდულ სერთუკზე.ნევის პროსპექტი ხომ მუდამ ტყუის,მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ტყუის,როცა ღამის წყვდიადი სქლად აწვება სახლების თეთრ და ჩალისფერ სახურავებს და კედლებს,როცა ქალაქი გრგვინავს და ელვარებს,ურიცხვი ეტლები მოჰქრიან ხიდებზე,ხოლო ცხენზე წამოსკუპული ფორეიტორი ხტის,გაჰკივის და თვით დემონი აჩაღებს სანათებს იმისთვის,რომ ეს ყველაფერი არარეალური სახით წარმოადგინოს ჩვენს წინაშე”. – ნიკოლოზ გოგოლი (ნევის პროსპექტი)

* * *

“ყოველთვის მოიძებნება ისეთ ადამიანთა წრე,რომელთათვისაც უკვე მნიშვნელოვანია ის,რაც სხვებისთვის უმნიშვნელოა”. – ნიკოლოზ გოგოლი (შინელი)

* * *

” – როცა კაცი ღვინითა და არაყით ითრობა,იგი ბრმავდება.ვეღარაფერს ხედავს,ყრუვდება და აღარაფერის ესმის,მუნჯდება და ვეღარაფერს პასუხობს.ღვინოში და არაყში არ არის არც სარგებელი,არც ჭკუა,არც ვაჟკაცობა,არც კეთილი ქცევა.სიმთვრალეში სამარცხვინო საქმეს სჩადიან,ერთიმეორეს ეჩხუბებიან და ჰკლავენ.ღვინო კაცს ცოდნასა და ხელოვნებას ართმევს.ღვინისა და არყის მოყვარული ხელმწიფე ვერ შესძლებს დიდი და ქველი საქმეების გაკეთებას.თუ ადამიანი სმას ვერ ეხსნება,მაშინ თვეში სამჯერ უნდა დალიოს.როგორც კი მეტს დალევს,რაიმე დანაშაულს ჩაიდენს.თუ თვეში მხოლოდ ორჯერ დათვრება,ესა სჯობს,,თუ მარტო ერთჯერ,ეს კიდევ უფრო საქებარია,თუ სულ არ დათვრება,ამას ხომ არაფერი აჯობებს! მაგრამ სად იპოვი ისეთ კაცს,რომელიც სულ არ სვამს.ხოლო თუ ასეთი მოიძებნა, – იგი ღირსია პატივისცემისა და დაფასების…” – გრიგოლ აბაშიძე (დიდი ღამე) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“კაცნი მათივე თავისუფალი კალმით ნაწერი თხზულებანი არიან”. – ზურაბ ქარუმიძე (ღვინომუქი ზღვა)

* * *

“იცოდე,ვერაგი ხელი იმ დროსაც არ მოგცემს,რომ ცოდვები მოინანიო და გაგისტუმრებს საშინელი სამსჯავროს წინაშე უზიარებლად,ზეთ-უკურთხათ,უაღსარებოთ!” – ღმერთო,რა ვერაგობაა – მიხვიდე კაცთან და პირდაპირ სახეში ახალო,შეუმზადებლად… ზურაბ ქარუმიძე (ღვინომუქი ზღვა)

* * *

“თავისთავად ცხადია,დასჯაა ერთადერთი საშუალება,რითაც შეიძლება აიძულო ადამიანი შეიგნოს ამა თუ იმ საქციელით ჩადენილი ცოდვა”. – სომერსეტ მოემი (წვიმა) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>