ფლორბელა ეშპანკას შესახებ…
ფლორბელა ეშპანკა (1894-1930 წლები) – წარმოადგენდა იმ პორტუგალიელ პოეტ და მთარგმნელ ქალს,რომელმაც პორტუგალიის ისტორიაში პირველმა დაამთავრა სრული კურსი ლისაბონის უნივერსიტეტისა (იურიდიული ფაკულტეტი).წიგნების – “ბედის ნიღბების”,”მწუხარების წიგნისა” და “სევდის დის” ავტორს დედა 1908 წელს გარდაეცვალა. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ მამამ,რომელმაც იგი დედის სიკვდილის შემდგომ აღზარდა,ფლორბელა,როგორც საკუთარი ღვიძლი შვილი,მეუღლის გარდაცვალებიდან მხოლოდ 18 წლის შემდგომ აღიარა ოფიციალურად.ეშპანკა სამჯერ იყო დაქორწინებული,თუმცა სამივეჯერ კრახი განიცადა მისმა ქორწინებამ.გადატანილმა აბორტმა,ოჯახურმა უსიამოვნებებმა და ავიაკატასტროფაში დაღუპული საყვარელი უმცროსი ძმის ტრაგედიამ პორტუგალიელ პოეტ ქალზე გამანადგურებლად იმოქმედა.სწორედ ეს საშინელი მოვლენები გახდა მიზეზი მისი ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებისა.მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობის ჩადენა,თუმცა ორივეჯერ წარუმატებლად.საბოლოო ჯამში,ფლორბელამ საკუთარ დაბადების დღეზე (1930 წლის 8 დეკემბერს),პორტუგალიის ქალაქ მატოზინიუშში თვითმკვლელობის მიზნით ბარბიტურატის ფსიქოტროპული წამლების დიდი რაოდენობა მიიღო,რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.მის ხსოვნას მოგვიანებით,დიდმა პოტუგალიელმა ბილინგვიზმა პოეტმა და დრამატურგმა – ფერნანდო ანტონიო ნოგეირა პესოამ შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა. 1881 წელს კი ფლორბელას მშობლიურ ქალაქ ვილა-ვისოზაში დაარსებული იქნა “ფლორბელა ეშპანკას” სახელობის ლიტერატურული პრემია.გარდა ამისა, 2012 წელს ტრაგიკული ბედით ცნობილი პოეტი ქალის შესახებ გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი,რომელსაც ქვეყნის მასშტაბით დიდი წარმატება ხვდა წილად. (ავტორი გენია.ჯი)