ამონარიდი უილიამ შექსპირის გენიალური ტრაგედიიდან – „შექსპირი”
„ამ თავს ერთხელ პირში ენა სდებია და სიმღერაც შესძლებია. როგორ ისვრის ეს ბრიყვი მიწაზედ, თითქო პირველ კაცისმკვლელის კაენის თავი იყოსო. ვინ იცის, იქნება ეს თავი პოლიტიკოსის თავი იყო და ეს ვირი როგორ უმართებულოდ ეპყრობა! იქნება თავის დროზედ იგი ღმერთთანაც გაბჭობას არ ერიდებოდა. არა, ჰორაციო?.. ან ერთ-ერთ კარისკაცისა, რომელიც ყოველდღე ამბობდა: “დილამშვიდობისა, ხელმწიფე ჩემო!” “როგორ ბრძანდებით,ბატონო ჩემო?” იქნება ესა და ეს დიდებული იყო და ამა და ამ დიდებულის ცხენს აქებდა,როცა სურვილი მოუვლიდა საჩუქრად მიეღო.ესეც ხომ შესაძლებელია,ჰორაციო?.. და ეხლა კი ბატონ მატლების ულუფაა,კანშემხმარი,მესაფლავის ნიჩბის სასროლ-საგდებელი.აი,ამას ჰქვია გარდაცვალება,რომ თვალი გვიჭრიდეს და დანახვა შეგვეძლოს.განა ამ ძვლების პატრონი თავის ძვლებს იმისათვის უვლიდა,რომ უმსგავსებს კოჭებივით ეთამაშებინათ! მე თვითონ ძვლები მტკივა,ამას რომ ვქირობ… აი კიდევ… იქნება ეს თავი რომელიმე ვექილის თავი იყო,სად არის ეხლა ამის კილოს-გამობმა,სიტყვის რახა-რუხი,ამის შეკამათება,სამართალზე ლაპარაკი და ათასი სხვა ეშმაკობა? რათ აძლევს ამ წუწკს ნებას,რომ მის კანონებით სავსე თავს ტალახიანი ნიჩბით ისვრის და მოქმედებით შეურაცხებისათვის დავას არ აუტეხს? (ავტორი გენია.ჯი) ან იქნება ეს ვაჟბატონი თავის დროში მამულებს ჰყიდულობდა და მისდევდა კანონის მუხლებს,ვალდებულების ქაღალდებს,გარდასახადებს,თავდებებს,წამოდავებებს… მაშ ეს არის იმის გარდასახადების გარდასახადი,რომ ამისი კანგარდახდილი თავი ეხლა მიწითა და მტვრით არის სავსე! მაშ ამის თავდებები სხვა ნასყიდობაში არ უთავდებებენ,თუ არ ამ ერთ მტკაველ მიწაში? ამას ხომ სიგრძე-სიგანეზედ ორი ნასყიდობის წერილი კარგად დაჰფარავს; მთელი ამის ეტრატები ამოდენა ყუთში ძლივს ჩაეტეოდა და თვით მფლობელსაც მეტი ადგილი არ უნდა ეჭიროს?!.
- საბრალო იორიკ! მე მახსოვს იგი,ჰორაციო,საყვარელი ხუმარა და მშვენიერი ამბების მომგონი იყო,ათასჯერ მეტად უტარებივართ თავის მხარზედ და ეხლა როგორ მეზიზღება იმისი ნახვა.ლამის გული ყელში მომებჯინოს.აი,აქ ჰქონდა ის ტუჩები,რომლისთვისაც,ვინ იცის,რამდენჯერ მიკოცნია.სად არის ეხლა შენი მხიარულება,შენი სიცელქე,შენი სიმღერა? ნაპერწკლები შენის ოხუნჯობისა,რაც ყველა მონადიმეთ აცინებდა,ახარხარებდა? რატომ ეს მაინც არ შეგიძლიან,რომ სასაცილოდ შენი კბილების კრეჭა აიგდო? სად არის შენი სავსე,მოცინარი ლოყები? წადი ეხლა ამა და ამ ქალბატონის ოთახში და უთხარი,რომ თუნდ ერთი ადლის სისქე ფერ-უმარილი წაითხუპნოს,ამის ბოლო მაინც ეს არის.უთხარი ეს ამბავი და გააცინე”. – (ავტორი გენია.ჯი)