რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: გარდა ბრწყინვალე მუსიკალური ნაწარმოებებისა,კიდევ რით გაითქვა სახელი დიდმა იტალიელმა კომპოზიტორმა და სახელგანთქმული ოპერის – “სევილიელი დალაქის” ავტორმა – ჯოაკინო როსინიმ (1792-1868 წლები)?
შეკითხვა მეორე: რა მეტსახელით მოიხსენიებდნენ გენიალურ იტალიელ კომპოზიტორს,ვირტუოზ მევიოლინეს,დირიჟორსა და მღვდელს – ანტონიო ლუჩიო ვივალდის (1678-1741 წლები)? - (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მესამე: როგორც ცნობილია,გენიალური შოტლანდიელი პოეტისა და ფოლკლორისტის – რობერტ ბერნსის (1759-1896 წლები) ერთ-ერთ უსაყვარლეს ნაწარმოებს წარმოადგენდა ჯონ მილტონის უკვდავი ეპიკური პოემა – “დაკარგული სამოთხე”.დაასახელეთ,რომელ პერსონაჟს აცხადებდა იგი აღნიშნული პოემიდან თავის საყვარელ გმირად?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: როსინმა გამოაქვეყნა თავისივე შექმნილი 50-მდე გენიალური კულინარული რეცეპტი,რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა. – (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მეორე: “წითური ბერი”.
პასუხი მესამე: ჯონ მილტონის პოემიდან – “დაკარგული სამოთხე”,რობერტ ბერნსს განსაკუთრებით იტაცებდა სატანის პერსონაჟი,რის გამოც მას სატანიზმიც კი სდებდნენ ბრალს.