ამონარიდი კამილო ხოსე სელას მოთხრობიდან – “ოჰ,ეს თხები!”
” – სენიორებო,ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მარცხი ემუქრება,ეს ძველისძველი მოვლენაა და დროა,თავი ვანებოთ წუწუნს და გამოსავალი ვეძებოთ.ბევრს არ ვილაპარაკებ და ორი სიტყვით დაგიხატავთ იმ ერთადერთ ღონისძიებას,რაც მთავრობისგან უნდა მოვითხოვოთ: მეგობრებო,ესპანეთში დაუყონებლივ უნდა გავანადგუროთ თხები. (ავტორი გენია.ჯი) დიახ,თხები უნდა გავანადგუროთ,რომ ჩვენ მშვიდად ვიცხოვროთ.ესპანეთში,საენიორებო,ცხოვრების დაბალი პირობებია,ვინაიდან ჩვენ მრეწველობა არ გვაქვს.ყურადღება მივაპყროთ უცხოეთს და არ გაგვიჭირდება დავინახოთ ის ამბავი,რომ იმ ქვეყნებმა,რომელთაც აყვავებული მრეწველობა აქვთ, – ინგლისმა,პრუსიამ,საფრანგეთმა, – თავიანთი მოქალაქეების ცხოვრების დონე არნახულ სიმაღლემდე აიყვანეს.ჰოდა,მე გეკითხებით თქვენ,სენიორებო,რატომ ესპანეთში არ გვაქვს მრეწველობა? პასუხიც არ აყოვნებს: ესპანეთში მრეწველობა არ არის,ვინაიდან ესპანელებს მუშაობა მაინცდამაინც არ უყვართ.რა ხდება,ზარმაცობენ თუ ნელ-ნელა მუშაობის ხალისი წაართვეს? ამაზე მე ბევრი ვიფიქრე და სხვებზე ადრე თქვენ მოგახსენებთ ჩემს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ მოსაზრებებს.ესპანელს დიდად არ უყვარს მუშაობა,ვინაიდან,მოდი,თავს ნუ მოვიტყუებთ,ერი განადგურებულია.ნუ შიშობთ,ჩემი თეზისი კონსტრუქციულია.რატომ არის განადგურებული ჩვენი კეთილშობილი და უძველესი ერი? იმიტომ,რომ ჩვენ ხორცს არ გეახლებით.ხოლო ესპანელი ხალხი,ჩემო ძვირფასო მეგობრებო,ხორცს იმიტომ არ მიირთმევს,რომ ესპანეთი,ყოველივე იმის საწინააღმდეგოდ,რასაც მასზე ამბობენ,არ არის მეცხოველეობის ქვეყანა.მერე იცით,რატომ? პასუხი მარტივია.ესპანეთი იმიტომ არ არის მეცხოველეობის ქვეყანა,რომ საძოვრები არა აქვს.ჩრდილოეთ სანაპიროზე,რამდენიმე ადგილის გარდა,ესპანეთის საძოვრები ან გადამწვარია,ან საერთოდ გამქრალი.შეიძლება ამ უბედურებას ვუშველოთ? მე მგონია,რომ შეიძლება.განვიხილოთ მიზეზი: ჩვენს ქვეყანას საძოვრები არა აქვს,ვინაიდან იშვიათად წვიმს.მერე რატომ არ მოდის წვიმები? შეიძლება მკითხონ,რა დავაშავეთ ჩვენ,ესპანელებმა,რომ ჩვენ მიწაზე არ ეცემა ღვთის წყალობა,წვიმად წოდებული? სრულიად უბრალოდ: წვიმა ჩვენს მინდვრებზე იმიტომ არ მოდის,რომ ტყეები არ გვაქვს.ამას კი ვერ ვუშველით,თუ ხელისუფლება სწრაფად არ ჩაერია.ესპანეთში ტყეები იმიტომ არა გვაქვს,რომ როგორც კი ხე აღმოცენდება,როგორც კი მიწიდან ამოიწვერება ნორჩი ყლორტი,რომ მზის თბილი ალერსით გული დაიტკბოს, – ცაპ! – მივარდება თხა და გადაკორტნის.თხები მოვსპოთ,თუ გვინდა ქვეყანა აყვავდეს და წინ წავიდეს! სხვა გზა არ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)