ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„საინტერესო დროში ვცხოვრობთ, უყვართ კოხტაპრუწად შეფუთვა თაიგულების… თუმცა, რატომ მარტო ყვავილების, ახლა ყველაფერს „ფუთავენ”, გრძნობებს, ნივთებს, ადამიანებს, ნაგავს… მთავარია, ლამაზად იყოს შეხვეული, თორემ შიგნით რა მნიშვნელობა აქვს, რა არის…” - ვანო ჩხიკვაძე (ბუტკა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცოცხლე მარადიულია, მაშასადამე, მარადიულია ადამიანის ტანჯვაც!” – ვანო ჩხიკვაძე (ბუტკა)
* * *
„ნიჭიერები უფრო ადვილად ეფლობიან ჭაობში”. - ვანო ჩხიკვაძე (ბუტკა)
* * *
„ზოგჯერ ბედისწერა ეხუმრება გენიოსებს”. – ვანო ჩხიკვაძე (ბუტკა)
* * *
„ზოგი სახლებს, ფულს, ქონებას, ზოგიც პრობლემებს უტოვებს შვილებს…” - ვანო ჩხიკვაძე (ბუტკა)
* * *
„ასეა, ხშირად ერთნი შრომობენ, მეორენი ამ ნაშრომით ტკბებიან…” - ვანო ჩხიკვაძე (ბუტკა)
* * *
„თუ სამართალი არსებობდა, სიკვდილს მხოლოდ მაშინ უნდა წაეყვანა ადამიანი, როცა ის ადამიანი სიცოცხლისთვის აღარ ივარგებდა, სიბერე ყუნწზევე ჩამოაჭკნობდა და იმდენი ძალაღა შერჩებოდა, თავისით რომ ჩამოვარდნილიყო მიწაზე, თავისი ფეხით შესულიყო სიკვდილის სამეფოში, როგორც თავშესაფარში, არავის ებიძგა ზურგში ხელი, არავის აეჩქარებინა, რათა თანდათან შესჩვეოდა იმ იდუმალი ქვეყნის ბინდსა და აბლაბუდას, გაჩენის დღიდანვე რომ აშინებდა და იზიდავდა კიდეც”. – ოთარ ჭილაძე (გზაზე ერთი კაცი მიდიოდა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერი კარგია, მაგრამ კაცმა თუ თავის მამულს არ მიხედა, რაღა კაცია”. - ოთარ ჭილაძე (გზაზე ერთი კაცი მიდიოდა)
* * *
„უაზრო სამყარო უწინდებურად ბრუნავს და თავისი ჭრიალა ღერძის გარშემო, ხან არარაობას რაღაცად აქცევს, ხან კი რაღაცას არარაობამდე დაამდაბლებს”. – ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი (ვერცხლის გასაღები)
* * *
„ცივი გონება შეინარჩუნეთ, შეეგუეთ იმის აუცილებლობას, რომ მკვეთრად შეიცვლება თქვენი ცხოვრება და ძველებურად ვეღარ ისარგებლებთ ცოდნის ნაყოფითა და ყველა იმ სიამით, რასაც გარე სამყარო გვანიჭებს”. - ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი (ბოროტების მსახური)
* * *
„ზოგიერთ შემთხვევაში უცოდინარობა უდიდესი წყალობაა”. - ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი (ჯადოქრის ბუნაგი)
* * *
„ყველა დროში ადამიანები იმისკენ მიისწრაფვიან, რომ სიცოცხლის საიდუმლო ამოხსნან. ასეა აგებული ჩვენი სამყარო”. - ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი (ჯადოქრის ბუნაგი) – (ავტორი გენია.ჯი)