ამონარიდები ტომას მაინ რიდის რომანიდან – „ოკეანეში დაკარგულები”

„ჯობს ისევ ზვიგენების კერძი გავხდე, ვიდრე ადამიანმა შემჭამოს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მთავარია, სულით არ დავეცეთ. მართალია, ცუდ დღეში ვართ, მაგრამ ღვთის იმედს ნუ დავკარგავთ. რა იცი, იქნებ სწორედ ამ წუთას ღმერთი მოწყალე თვალით გვიცქერის”.

* * *

„შიმშილისგან ორგანიზმი და მთელი ნერვული სისტემა იმდენად სუსტდება, რომ საერთოდ ყოველგვარი შეგრძნება გიჩლუნგდება, ხოლო წყურვილისას ძალ-ღონე კარგა ხანს არ გეკარგება და ამიტომ გაცილებით უფრო მეტად იტანჯები”.

* * *

„დაიხსომე, თუ რამეს აკეთებ, კეთილსინდისიერად უნდა გააკეთო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ტკბილი და ღრმა ძილი ადამიანს ყოველგვარ გაჭირვებას ავიწყებს”.

* * *

„საერთო საშიშროების წინაშე თხა და მგელი, აფთარი და შველი დაძმობილდებიან ხოლმე”.

* * *

„ვინც ხშირად ყოფილა სიკვდილის მოწმე, მას მეტი გულგრილობით ხვდება ხოლმე”.

* * *

„ვის ძალუძს უბრძოლველად უცქიროს ზებუნებრივსა და აუხსნელს?!”

* * *

„იმედი ვიქონიოთ, რომ მსოფლიოს ყველა ტირანი დაისჯება ჩადენილი ბოროტებისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება