თამაზ ჭილაძის დიდებული რომანიდან – “ბრეიგელის მთვარე”
“სადღაა საზოგადოება.პირველი,რაც ჩვენ თვალწინ გაქრა თუ მოკვდა,საზოგადოება,საზოგადოებრივი აზრი იყო.ახლა მისი უსახო ნაფლეთები,ნარჩენები დაფარფატებენ ქუჩებსა თუ პარკებში.ასეირნებენ ათასნაირი ხერხით,ცდით,მეთოდით გადაჯიშებულ ცხოველებს,რომლებსაც რახანია დაავიწყდათ,თუ დაავიწყეს,დარაჯები და მონადირეები რომ იყვნენ და ურჩევნიათ ასე ყელზე ჯაჭვებშებმულებმა გაატარონ ცხოვრება,ანუ პატრონებს უფრო დაემსგავსონ,ვიდრე წინაპრებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“არადა,არავის დრო არ ჰყოფნის.იმიტომ რომ მისი ნამდვილი საზომი არ ვიცით.საათით დროს ვერ გაიგებ.ხომ მართალია? განა საათით ან ჩვეულებრივი კალენდრით გაიზომება ის დრო,რომელიც კლინიკაში გავატარე? განა ის ჩვეულებრივი ათი წელი იყო? მე მგონი,მაგას საერთოდ დრო კი არა,სხვა რაღაც უნდა ერქვას.მაგრამ,სამწუხაროდ,არც მე ვიცი იმის სახელი და არც არავინ.როგორ უნდა გაიგო,როგორ უნდა დაადგინო ჰაერში მოფარფატე ფოთლის სიკვდილის ხანგრძლივობა? ჩვენთვის ერთი წუთია,მისთვის? მარტო ჩვენი საზომით ვზომავთ დროს,ვზომავთ ისე,როგორც ხელს გვაძლევს.გვაქვს კი ამის უფლება?”
* * *
“ერთ ფრანგს ისიც კი უწერია: “ნორმალურად რომ ჩაგთვალონ,პირწავარდნილი გარეწარი უნდა იყო-ო.ალბათ მთელი ფსიქიატრიული კლინიკა ვერ მოიხმარს იმდენ ფსიქოტროპულ საშუალებას,რამდენსაც ეგრეთ წოდებული ნორმალური ადამიანი,თუნდაც,ერთ დღეში იღებს”.
* * *
“დიდი ბერძენი ამბობდა,ჩვენ სნეულს კი არ ვკურნავთ,არამედ ადამიანსო. და რადგან ეს შეგონება სხვებივით მეც მავიწყდება,სიმშვიდე ციხის გალავანივით შემომივლია ჩემი არსებისთვის,რაც იმას ნიშნავს,რომ არა მარტო სხვა ვერ მიაღწევს მის წიაღში,არამედ თვითონაც ვერ გააღწევს ამ კედლებიდან,ვერ იდგაფუნებს იმ ბობოქარ ტალღებში,რასაც ცხოვრება ჰქვია სახელად, და რაც,საერთოდ,ადამიანისთვის ყველაზე ძნელად მისაღწევი რამ ყოფილა”.
* * *
“ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო,ნათქვამია.თქვენ წარმოიდგინეთ,სიგიჟესაც კი,გიჟივით ცხოვრობს თუ არსებობს,თუმცა,სრულიად ნორმალურია და სწორედ ის აძლებინებს,გიჟივით რომ ცხოვრობს თუ არსებობს.გაძლება,გაძლება და შეჩვევა – აი,რა ყოფილა ადამიანის ცხოვრება და რითი გინდა გაზომო ერთი ან მეორე?”
* * *
“უამრავი გამარჯვებაც კი ვერ მოგვიტანს იმდენ სიკეთეს,რამდენსაც წაგვართმევს ერთი დამარცხება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ადამიანი უსათუოდ უნდა გათავისუფლდეს უთქმელი სიტყვებისგან.სულში უკვე ჩაქვავებული სიტყვებით იქმნება ახალი მეორე ცხოვრება.ძველსა,ანუ ნამდვილსა და ამ ახალ ცხოვრებას შორის საკმაოდ დაძაბული ქიშპობა მიდის.ამიტომ აუცილებელია ამ სიტყვების მოშორება.მაგრამ ეს რომ შეძლო,გულისხმიერი,გამგები მსმენელი უნდა გყავდეს,რაც დამეთანხმებით,ყველაზე ძნელია.იშვიათია ჩვენს აჩქარებულ,გაუცხოებულ ყოფაში”.
* * *
“რა უცნაურადაა მოწყობილი ეს ქვეყანა! სიმართლის თქმას დაუნდობლობად აღვიქვამთ!”
* * *
“გვგონია ვუყვარვართ,გვგონია,გვიყვარს,როგორმე რომ გავძლოთ,როგორმე რომ მივათრიოთ ბოლომდე სული,ტყუილი ყოფილა სიცოცხლის ელექსირი!”
* * *
“თურმე ბედნიერებას სხვანაირად ვერ იგრძნობ,თავს თუ არ მოიტყუებ!” – (ავტორი გენია.ჯი)