რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: გავრცელებული ცნობების თანახმად,დიდი ქართველი პოეტი – სიმონ ჩიქოვანი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს – კანდიდ ჩარკვიანს ეწვია და მისი მომაკვდავი მეგობრისათვის და გენიალური ქართველი პოეტისათვის – ლადო ასათიანისათვის “რაღაც” თხოვა.დაასახელეთ,რისი თხოვნით მიმართა ჩიქოვანმა ჩარკვიანს? - (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: დაასახელეთ,რა დაწესებულება არის დღესდღეობით განთავსებული იმ სახლში,სადაც აშშ-ის ერთ-ერთმა ფუძემდელემა და ქვეყნის რიგით მესამე პრეზიდენტმა – თომას ჯეფერსონმა “დამოუკიდებლობიოს დეკლარაცია” დაწერა?
შეკითხვა მესამე: დაასახელეთ ის ერთადერთი თემა,რომლის შესახებაც დიდი გერმანელი ფილოსოფოსი და გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ფუძემდებელი – იმანუელ კანტი მანდილოსნებთან მსჯელობდა.
* * * * * * * *
პასუხი პირველი: სიმონ ჩიქოვანმა კანდიდ ჩარკვიანს ლადო ასათიანისათვის იმ პერიოდში ერთობ ძვირადღირებული და დეფიციტური საკვები პროდუქტის – კარაქის შოვნისა და შეძენის თხოვნით მიმართა. 1943 წლისათვის თბილისის ბაზარში კილო კარაქში – თუკი ვინმე იშოვიდა – საკმაოდ სოლიდური თანხა – 1000 მანეთი უნდა გადაეხადა.გავრცელებული ცნობის თანახმად,სწორედ ასე მოუპოვა მომაკვდავ გენიალურ ქართველ პოეტს სიმონ ჩიქოვანმა – 2 კილოგრამი კარაქი. – (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მეორე: ერთ-ერთი საზკვების ობიექტი.
პასუხი მესამე: კულინარია.