მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – “დონ კიხოტი”
” – თავისუფლება,სანჩო,ესაა ერთ-ერთი ყველაზე უძვირფასესი განძი,რომელსაც ზეცა ანიჭებს ადამიანს; ვერავითარი სხვა საუნჯე,ვერც მიწის წიაღში დაფლული და ვერც ზღვის ფსკერზე დამალული,ახლოსაც ვერ მივა მასთან.თავისუფლების,ისევე როგორც ღირსების გულისათვის,შეიძლება თავი გასწიროს კაცმა. და პირიქით,მონობაა ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი უბედურება,რაც შეიძლება თავს დაატყდეს ადამიანს.იცი,რად ვამბობ ამას? ხომ შენი თვალითა ნახე,სანჩო,რა განცხრომასა და ფუფუნებაში ვიყავით ჰერცოგის სასახლის კარზე,რომელიც ეს-ესაა დავტოვეთ; რანაირ პატივსა გვცემდნენ და როგორ გვევლებოდნენ თავს,მაგრამ მათ მიერ მორთმეული ნაირ-ნაირი კერძებისა და გამაგრილებელი სასმელების მიუხედავად,ასე მეგონა,წყურვილით ვიხრჩობოდი და შიმშილი მკლავდა,მხოლოდ იმიტომ,რომ ისე ლაღად და თავისუფლად ვერ ვგრძნობდი თავს,როგორც ვიგრძნობდი იმ შემთხვევაში,ყოველივე ეს ჩემი რომ ყოფილიყო; რადგანაც ნაცვლისგებისა და სამაგიეროს გადახდის ვალი,რასაც სხვისი მოწყალება და ქველმოქმედება გვაკისრებს,სხვა არა არის რა,თუ არა სულისშემხუთველი ბორკილი,გასაქანს რომ არ აძლევს და უსიტყვო ტყვეობაში ამყოფებს კაცს.ნეტავი იმას,ვისთვისაც ზეცას ლუკმაპური მიუცია,რასაც არავის არ უნდა უმადლოდეს,გარდა საკუთრივ ზეცისა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ზოგჯერ ალალ-მართალი გზით მონაგებიც არას არგია კაცს და არმად ნაშოვნმა ხომ შეიძლება სულაც გადაგიყოლოს”.
* * *
“მთავარია სინდისი გქონდეს სუფთა და ხალხმა რაც უნდა,ის ილაყბოს,რადგან ყბედს ისევე ვერ აუკრავ ენას,როგორც ტრიალ მინდორს ვერ შეკრავ ჭიშკრით.თუ გუბერნატორი ჯიბეგასქელებული და გაზულუქებული ტოვებს თავის თანმდებობას,ქურდს ეძახიან,ხოლო თუ ღარიბ-ღატაკად რჩება,უშნოდ,უმაქნისად და ბრიყვად ნათლავენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“უმჯობესია,მსახურის ცოლი გერქვას,ვიდრე აზნაურის საყვარელი”.
* * *
“ისიც უნდა იცოდე,რომ ბედნიერება ცვალებადია და ყოველდღე ერთი და იგივე როდი მეორდება.იმას,რასაც მდაბიო ხალხი ბუნებრივ ნიშნებს უწოდებს და რასაც არავითარი გონივრული საფუძველი არ გააჩნია,განათლებული კაცი მხოლოდ და მხოლოდ ხელსაყრელ თუ კეთილისასურველ შემთხვევად უნდა თვლიდეს.მავანი ცრუმორწმუნე დილაადრიან რომ ადგეს,სახლიდან გამოვიდეს და გზაზე წმინდა ფრანჩესკოს ორდენის ბერი შემოხვდეს,თითქოს გრიფონი დაენახოს,ცივად შეაქცევს ზურგს და უკანვე გაბრუნდება.ვინმე მენდოსას მაგიდაზე რომ მარილი დაებნეს,ისეთი სევდა შემოაწვება გულზე,თითქოს ბუნება მოვალე იყოს,მაინცდამაინც ესოდენ უბადრუკი ნიშნით გვაუწყოს მოსალოდნელი უბედურება.განათლებულ ქრისტიანს კი აზრდაც არ მოუვა,ამ წვრილმანების მიხედვით შეუდგეს იმის ძიებას,თუ რა სურს ზეცას.სციპიონი რომ აფრიკაში ჩავიდა,ხმელეთზე გადმოსვლისთანავე წაიბორძიკა და დაეცა,რაც მისმა ჯარისკაცებმა ავის მაუწყებელ ნიშნად ჩათვალეს,სციპიონმა კი მკლავები გაშალა,მიწას ჩაეხუტა და წამოიძახა: სად წამიხვალ,აფრიკავ,ხომ ხედავ,გულში მყავხარ ჩაკრულიო”.
* * *
” – უნდა იცოდე,სანჩო, – უთხრა დონ კიხოტმა, – რომ სიყვარული არაფერს უწევს ანგარიშს,არა სცნობს გონების მიერ დადგენილ არავითარ ზომას თუ ზღვარს და, სიკვდილისა არ იყოს,თანაბრად იჭრება მეფეთა სასახლეებშიც და მწყემსების ღარიბულ ქოხმახებშიც; ხოლო როდესაც მთლიანად ეუფლება სულს,უწინარეს ყოფლისა,რიდსა და კდემას აძევებს იქიდან”.
* * *
“სილამაზე ორგვარია: სულიერი და ხორციელი.სულის სილამაზე კეთილგონიერებაში,სიქველეში,სათნოებაში,სიკეთესა თუ ზნესრულობაში ვლინდება და გამოსჭვივის,ყველა ეს თვისება კი შეიძლება ერთმანეთს ერწყმოდეს და ეხამებოდეს თვით გარეგნულად უსახურ ადამიანშიც; და თუ ყურადღება სხეულის კი არა,სულის სილამაზეზეა გადატანილი,სწორედ ეს შეიძლება იქცეს ყველაზე მძაფრი და ვნებიანი სიყვარულის სათავედ”.
* * *
” – ზოგ-ზოგიერთის აზრით,ყველაზე დიდი ცოდვა ქედმაღლობაა,მე პირადად ამნაირ ცოდვად უმადურობას ვსახავ,რადგანაც მთლიანად ვიზიარებ უმრავლესობის აზრს: ჯოჯოხეთი უმადურებითაა სავსეო.რაც თავი მახსოვს,ყოველთვის იმას ვცდილობდი,რომ შორს ვყოფილიყავ ამ ცოდვისაგან და თუ არ შემიძლია ჩემს კეთილიმყოფელს საქმით მივაგო სანაცვლო,ყოველ შემთხვევაში,სიტყვით მაინც ვუდასტურებ მადლობას,ხოლო როცა ეს საკმარისი არ მეჩვენება,საჯაროდ ვაცხადებ ჩემს მადლიერებას,რადგანაც კაცი,რომელიც ყველას აუწყებს,თუ რა სიკეთე უყვეს,ამით ცხადყოფს,რომ თავის კეთილისმყოფელს საქმითაც მიაგებდა სანაცვლოს,თუკი ამის შესაძლებლობა ექნებოდა.ხომ ცნობილია,რომ კეთილისმყოფელი ყოველთვის მაღლა დგას იმაზე,ვისაც კეთილს უყოფნ,ხოლო უზენაესი კეთილისმყოფელი არის ღმერთი,ვის სიკეთესთან ახლოსაც ვერ მივა კაცის სიკეთე: მათ შორის უზარმაზარი ზღვარი დევს,მაგრამ ჩვენს ხელმოკლეობას,სიღატაკეს და სიმწარეს ნაწილობრივ მაინც ანაზღაურებს მადლიერების გრძნობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გამონაგონი ამბავი მხოლოდ მაშინაა კარგი და ყურადღების ღირსი,როცა ავტორი სიმართლეს უახლოვდება და სინამდვილესთან ბევრი რამა აქვს საერთო,ცხოვრებიდან აღებული ამბავი კი მით უფრო უკეთესია,რაც უფრო ახლო დგას ჭეშმარიტებასთან”.
* * *
” – ღირსეულსა და კეთილშობილ გულებს,ბატონო ჩემო,ისევე ჰმართებთ უბედობისას ჭირთა თმენა,როგორც წარმატებით ტკბობა ბედნიერების ჟამს”.
* * *
“ამ ქვეყნად ყველაფერი ფუჭია,მხოლოდ უნდა ისწავლო და ისწავლო,თუმცა,რასაკვირველია,ხელის შემწყობიც უნდა გყავდეს და ბედიც გწყალობდეს: ერთ მშვენიერ დღეს გაიხედავ და დაინახავ,რომ უკვე კვერთხი გიჭირავს ხელში,ანდა მიტრა გახურავს თავზე”.
* * *
“ჯალათი ხოცვითაო,მღვდელი ლოცვითაო”.
* * *
“დღეს ვინცა სძლიეს,ხვალ თვითონვეა მძლეველი”.
* * *
“მემკვიდრეობის მიღების მოლოდინი ყველაფერს აცხრობს და აყუჩებს,თვით საყვარელი არსების გარდუვალი დაკარგვით გამოწვეულ მწუხარებასაც”. – (ავტორი გენია.ჯი)