რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ერთ-ერთმა რუსმა მწერალმა,თავის პირველ და ყოვლად უგერგილო რომანში (გამოქვეყნდა 1956 წელს),ქართველებს მწვანილის სიყვარულის გამო – “ბალახიჭამიები” გვიწოდა,რამაც ჩვენ ერს ძალიან ატკინა გული.დაასახელეთ,რომელმა რუსმა “ლიტერატორმა” მოგვიხსენია ქართველები “ბალახიჭამიებად”? – (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: მსოფლიოში,რომელი ფრანგულენოვანი ქალაქია ყველაზე დიდი პარიზის შემდეგ?
შეკითხვა მესამე: რომელი საყოველთაოდ ცნობილი რიტორიკული შეკითხვა დასვა დიდმა ფრანგმა პოეტმა და ასამდე პოეტური კრებულის ავტორმა – პოლ ელუარმა (1895-1952 წლები)?
* * * * * * *
პასუხი პირველი: ვლადიმერ დუდინცევი (1918-1998 წლები).რომანის სახელწოდება გახლდათ – “არა პურით ერთნი”.
პასუხი მეორე: კანადის სიდიდით მეორე ქალაქი – მონრეალი.აღნიშნული ქალაქის მილიონზე მეტი მაცხოვრებელი ფრანგულ ენაზე მეტყტველებს,რაც თავის მხრივ მონრეალის მოსახლეობის 60%-ზე მეტს შეადგენს.
პასუხი მესამე: “შეუძლია თუ არა ჭურჭელს,იყოს წყალზე მშვენიერი?” – (ავტორი გენია.ჯი)