ამონარიდები თამაზ ჭილაძის რომანიდან – “კაქტუსის ბაღი”
” – რატომ არის,რომ სამუდამო სიკვდილისთვის მარტო ადამიანი გაწირა ღმერთმა? ბუნებაში ხომ ყველაფერი დროებით კვდება – ფოთოლი იქნება ის,თევზი თუ ჩიტი.იმიტომ,რომ არც ფოთოლმა,არც თევზმა და არც ჩიტმა არ იციან თავიანთი ფოთლობის,თევზობისა და ჩიტობის ამბავი.არ იციან,რას წარმოადგენენ.მარტო ადამიანმა იცის ეს და ამიტომაც კვდება,სამუდამოდ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიყვარულის სწავლა არ შეიძლება.რომ გაიგო,რომ მიხვდე,რა არის სიყვარული,ან თვითონ უნდა გიყვარდეს ვინმე,ანდა,თუნდაც,ვინმე უნდა გძულდეს…”
* * *
“საზარელი არსებაა ადამიანი.მშობლებზე მხეციც არ იტყვის ალბათ უარს…”
* * *
“რაკი გაგებისა და მოთმინების უნარი მოგვანიჭა ღმერთმა,ისიც გაითვალისწინა,რომ ადამიანები არ შეიძლება ყველაფრით ერთმანეთს ჰგავდნენ,ამიტომაც,ადვილი შესაძლებელია,ერთს მეორის საქციელი უცნაურობად,უფრო მეტიც – შეშლილობადაც კი მოეჩვენოს,თუმცა სინამდვილეში შეშლილობა კი არა,ძალიან გავრცელებული,უაღრესად ადამიანური მოვლენაა.მაგრამ ამის ცოდნა მაინც არ გვშველის,მაინც გვაკრთობს,გვაშინებს და უნებურად სამედიცინო ცნობარშიც კი გვახედებს ხოლმე,სადაც,რა თქმა უნდა,მას ვერ ვპოულობთ,რადგან მისი ადგილი იქ არ არის.
ამ სენს პირობითად “უცნაურობის სინდრომი” ვუწოდოთ,ოღონდ,უსათუოდ უნდა გავარკვიოთ და მტკიცედ დავადგინოთ,თუ რა მიგვაჩნია უცნაურობად,გვაქვს თუ არა უფლება,უცნაურობად ჩავთვალოთ ჩვენ მიერ დავიწყებული ესა თუ ის ადამიანური საქციელი.არის თუ არა უცნაური ის,რასაც შენ არ გააკეთებდი ან ვერ გააკეთებდი!
ამ “სენის” წამალი სწორედ რომ გაგება და მოთმენაა,მით უმეტეს,ეს “სენი” გაცილებით აუტანელია,ვიდრე ნამდვილი ავადმყოფობა…”
* * *
” – ადამიანმა თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გააკეთოს რაღაც ადამიანური!”
* * *
“ადამიანს,საერთოდ,ისე ესმის მეორე ადამიანის ნათქვამი,როგორც მას უნდა,ან როგორც მას შეუძლია გაიგოს.ჩვენსკენ მომართული სიტყვები,ვიდრე ჩვენს შემეცნებას მოაღწევდნენ,მთელი ჩვენი ცხოვრების მიერ წარმოქმნილ ძლიერ ფილტრში გაივლიან,ამიტომაც,გაღატაკებულნი ან გამდიდრებულნი და შეიძლება სულ სხვა მნიშვნელობით დატვირთულნი წარმოგვიდგებიან ხოლმე”.
* * *
“დათმობას გამოცდილება და ჭკუა სჭირდება.მარტო გულით ვერაფერს დათმობ”.
* * *
“ყველაფერზე დაუნდობელი ამქვეყნად სიყვარულია.სიყვარულით შეიძლება მოკლა ადამიანი,მოკლა,ვინც ყველაზე მეტად გიყვარს.ადამიანი ძალიან დაუნდობელია,თვით სიყვარულისთვისაც კი.ხშირად მხეცს ემსგავსება ხოლმე.საერთოდ,შემაძრწუნებელია ადამიანისა და მხეცის მსგავსება.რაღა შორს წავიდეთ,როგორც ცნობილია,ორი არსება ტირის მხოლოდ – ადამიანი და… ნიანგი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ქალმა უპირველეს ყოვლისა,საკუთარი თავი უნდა დაივიწყოს,ნამდვილად რომ შესძლოს ვინმეს შეყვარება!”
* * *
“სიკვდილი რომ მობრძანდება,თურმე პირველს იმას იკითხავს,ნათესავი თუ გყავს ვინმეო – გაზეთში უნდა გამოაცხადო,კუბოსთან უნდა დასვა,ქელეხში უნდა ადღეგრძელო…”
* * *
” ადამიანი იმ სახლში ცხოვრობს,რომელსაც ბედისწერა მიუჩენს.უბინაო ადამიანი არ არსებობს,თუკი უბინაოა – მაწანწალაა,რომელმაც არ იცის,რომ ცაც ჭერია”. – (ავტორი გენია.ჯი)