პიერ-ჟან დე ბერანჟეს შესახებ…

ბურჟუაზიულ ოჯახში დაბადებული დიდი ფრანგი პოეტი და სატირული შინაარსის მქონე პოლიტიკური პამფლეტების ავტორი - პიერ-ჟან დე ბერანჟე (1780-1857 წლები),იმთავითვე დაინტერესებული გახლდათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. (ავტორი გენია.ჯი) პატარა ასაკში მყოფმა ბერანჟემ საკუთარი თვალით იხილა ბასტილიის ციხის დაცემა,რამაც მის მსოფლმხედველობაზე უდიდესი გავლენა იქონია. (ავტორი გენია.ჯი) ბურბონების დინასტიიის რესტავრაციამ მასზე ერთობ დამთრგუნველად იმოქმედა,რადგან პიერი წინააღმდეგი გახლდათ მონარქიული ფორმის მმართველობისა.დროთა განმავლობაში,ბერანჟემ თავის სატირულ ნაწარმოებებში არისტოკრატიის,იეზუიტებისა და მეფის ხელისუფლების მწვავე გაკრიტიკება დაიწყო.აღნიშნულ საკითხებს,დიდმა ფრანგმა პოეტმა მიუძღვნა შემდეგი ნაწარმოებები: “მარკიზ დე კაბარა”,”ნაბუქუდუნოსარი” (ეძღვნებოდა ლუი XVIII-ს) და “წმინდა მამები” (ცნობისათვის,სწორედ ბერანჟე გახლდათ ნაპოლეონ ბონაპარტზე შექმნილი რომანტიკული მითის ავტორი).მალევე მისი ნაწარმოებები არა მხოლოდ ფრანგი არისტოკრატების,არამედ საფრანგეთის მეფის – ლუი XVIII დე ბურბონის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.იგი იმდენად აღაშფოთა პიერის შემოქმედებაში განავრცობმა პოლიტიკურმა სატირამ,რომ 1821 წელს დაკავებული იქნა კიდეც.დიდი ფრანგი პოეტის ციხეში გამომწყვდევა მეფისათვის არც თუ ისე სახარბიელო შედეგით დასრულდა,რადგან ბერანჟე კიდევ უფრო პოპულარული გახდა მოსახლეობაში.მიუხედავად ამისა,მეფე შეუვალი გახლდათ და იგი მაინც პატიმრობაში დატოვა.პიერი ლუის მემკვიდრის – შარლ X დე ბურბონის გამეფებასაც სატუსაღოში შეხვდა.შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, 1828 წელს ბერანჟე განთავისუფლებული იქნა.თავისუფლებაზე მყოფ პოეტს კვლავაც არ შეუწყვეტია სატირული ხასიათის მქონე ნაწარმოებების შექმნა და, როგორც იმ პერიოდის რიგი წყაროები ირწმუნებიან,მისი ქმნილებები ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ლიტერატურულ ქმნილებებსაც წარმოადგენდნენ. 1857 წლის 16 ივლისს – პიერ-ჟან დე ბერანჟე პარიზში გარდაიცვალა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ საფრანგეთის ხელისუფლება – ნაპოლეონ III-ის ხელმძღვანელობით,რომელთაც გულზე არ ეხატებოდათ ბერანჟე,ფრანგი ხალხის ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა,პიერის დაკრძალვისათვის საჭირო ყველა ხარჯი სახელმწიფოს გაეღო. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>