ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – “დიდი მოურავი”
“იქ,სადაც ყველაფერი ნებადართულია,წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება მტაცებლური ინსტიქტები,როგორც ტირანიის შედეგი.უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი იჭურვება ყაჩაღის იარაღით,ირჩევს მსხვერპლს და ვაი მას,ვინც მის ბადეში მოხვდება.ზეიმობს უუფლებობა,ადამიანის ღირსება დათრგუნულია,მართლმსაჯულება დუმს,ჯალათი ხარხარებს.
მაგრამ რა არის ერთი ოჯახის ტანჯვა,ცრემლები? ისინი იძირებიან ზღვა უსამართლობაში,ისინი უმნიშვნელოდ მიაჩნიათ,როგორც უმნიშვნელოა ქარიშხლისაგან მოგლეჯილი ერთი ყლორტის დაღუპვა. და მაინც წვეთი წყალი დროის განმავლობაში ხვრეტს ქვას,ძირს უთხრის მოჩვენებით კეთილდღეობის კედელს: ზემოთ ბრწყინვალე მზეზე ლაპლაპებენ გაკრიალებული ფილები,ძირს კი სინესტე ალპობს საფუძველს,ერთი ოჯახის ისტორია ხდება თითქოს ზნე-ჩვეულებათა ისტორია,ჩაგრულთა და დამცირებულთა მამხილებელი საბუთები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თუ ბევრს შეუძლია ერთი საცინლად აიგდოს,რატომ ერთს არ შეუძლია ბევრს დასცინოს?”
* * *
“უნდა იცოდეთ: ჭიანჭველასაც შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ვეფხვს,თუ დროზე ჩაუძვრება თვალში მონადირეს”.
* * *
“ნახევარი კაცობრიობა იღუპება ფარულად ყურის დამგდებთაგან,ნახევარი საქმეები ვერ კეთდება მათ წამომწყებთა გაუფრთხილებლობის გამო.ეს გავიგე ბევრ ხმაურიან და წყნარ ქვეყანაში ყოფნის დროს.არც ტყეში,არც მთების მწვერვალებზე,არც წყალში არ შეიძლება ენა შევადაროთ წისქვილის ბორბალს,რადგან ყველა ღობეს აქვს ზადი – შეუმჩნეველი ნახვრეტი,სადაც ყურს მიადებენ,თვალი უჭვრეტს: ხელს გაუწვდნენ,ხშირად რომ მოშხამული დანითაა შეიარაღებული…”
* * *
“დიაღ,ჩემო ბატონო,ნურასოდეს ნუ ენდობით ანგელოზებს.რადგან არავინ იცის,ვინ არიან: ისინი,ვინც ზეციდან ჩამოყარეს და მოახერხეს თეთრი დარჩენილიყვნენ,თუ ისინი,ვინც ზეცაში დარჩა და მოახერხა გაშავებულიყო…”
* * *
“ღმერთი ხშირად ისე გვაჩვენებს თავს,თითქოს ვერ გვამჩნევდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ვის შეუძლია იმაზე მეტი მოითხოვოს,რისი წაღებაც წარმოუდგენელია?”
* * *
“არ შეიძლება მამაკაცთა ზრუნვა ნაზ მხრებს დავაკისროთ.ქალები სიცოცხლის დასამშვენებლად არიან გაჩენილნი და არა იმისათვის,რომ ატარონ ოჯახის მძიმე ტვირთი.მამასახლისი კარგი მსახურიც უნდა იყოს”.
* * *
“სისაძაგლის მოკვლა რომ საწამლავით შეიძლებოდეს,ქვეყანა დიდი ხანია სამოთხედ გადაიქცეოდა”.
* * *
“გონება და სიქველე და არა გონების სიჩლუნგე და ცბიერება! – აი სამშობლოს წინაშე ვალდებულთა დევიზი”.
* * *
“ელჩს მინდობილი აქვს ქვეყნის სარგებლობა,მხედართმთავარს კი – სიცოცხლე!”
* * *
“ერთი საათის მართლმსაჯულება სამოცდაათი საათის ლოცვაზე უფრო დიდმნიშვნელოვანია”. – (ოსმალეთის იმპერიის რიგით მე-17 სულთნის – მურად IV მისაღებ დარბაზში გაკეთებული წარწერა)
* * *
“არის კიდევ ერთი ზოგადი სიბრძნე: სახედარს კუდში ნუ წაეტანები,რადგან ყოველთვის ზრდილობიანი როდიაო”.
* * *
“იქ,სადაც მართლმსაჯულება არ არის,პატიოსნება ისე ცვდება,როგორც სპილენძის ფული.სისასტიკე სწრაფად ეგუება მოსყიდვას”.
* * *
“გახსოვდეთ: მხოლოდ სამშობლოს შეუძლია დაგიფაროთ ყოველი გაჭირვებისაგან… ეცადეთ მოიპოვოთ მისი სიყვარული! არ დაივიწყოთ უბრალო ხალხი,რადგან იქ ვპოვებთ მაცოცხლებელ ძალას.იგი ჭედავს იარაღს და მისი იმედი აქვთ ბრძოლის ველზე.ერთად შერწყმული ათასობით ნება განსაზღვრავს მხედართმთავრის ნებას,ათასობით ხმალი გამოუთქმელ ძალას ანიჭებს მის ხმალს,ათასობით გული ჯავშნად აქცევს მის გულს.მხედართმთავარს შეუძლია მოიპოვოს გამარჯვება,მაგრამ სამშობლოს იცავს ხალხი.მხედართმთავარი შეიძლება შეცდეს,ხალხი კი – არასოდეს.მის ძლიერ გულშია თქვენი სახლის სიმტკიცე.ხალხის სიძულვილი საშინელია,მეგობრობა კი – უანგარო”. – (ავტორი გენია.ჯი)