ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – “ოთხმოცდაცამეტი წელი”
“ადამიანის დანიშნულება ის კი არ არის,რომ ჯაჭვით შეკრული ცოცავდეს; ადამიანის დანიშნულებაა ფრთის გაშლა და აღმაფრენა!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანი რომ ხელს ახლებს ქვას და ხეს,ქვა და ხე ქვად და ხედ აღარ რჩება და რაღაცას იძენს ადამიანურს”.
* * *
“ღმერთს რომ ადამიანისთვის უკან დახევის ნიჭის მიცემა ნდომოდა,უკანაც თვალს გამოაბამდა,კეფაზე.ჩვენ სულ წინ უნდა ვიცქირებოდეთ,განთიადისკენ,აღორძინების და დაბადებისკენ.წაქცეული ამხნევებს მომავალს.წაქცეული ბებერი ხის ჭრიალი მოწოდება არის ახალთაობისადმი”.
* * *
“მსაჯული უფრო მძლავრია, და უფრო სუსტიც,ვიდრე ადამიანი.უფრო სუსტია,ვიდრე ადამიანი,რადგან მსაჯულს გული არა აქვს; და უფრო მძლავრია,ვიდრე ადამიანი,რადგან ხელში უჭირავს ლახვარი”.
* * *
“ჩვენ რომ ვოლტერი ჩამოგვეხრჩო და რუსო,აი,ამისთანა ჯურღმულში ჩაგვეყარა სადმე,არც რევოლუცია იქნებოდა და არც მეფის მოკვლა.ოჰ,საშინელი რამ არის განვითარებული კაცი! ქვეყნის წარმყვნელი და წამწყმედი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“და გაჩდნენ ფილოსოფოსები და იმათ დაღუპეს ქვეყანა! არა,ჩვენც კი! იმის მაგივრად,რომ თვით ფილოსოფოსები დაგვეწვა,მივადექით და იმათ ნაწერებსა ვწვავდით!”
* * *
“საცა ვოლტერ არუე გაჩნდება,იქ მაშინვე მარატიც თავს ამოჰყოფს! საცა მწერალი გაჩნდება – ქაღალდის მჯღაბნელი,მაშინვე გაჩნდებიან ყაჩაღები და ავაზაკები.საცა მელანია,შავბედითობაც იქ დათარეშობს. და მანამ ადამიანის ხელს არ გავარდება კალამი,არ გამოილევა საზიზღარ ყბედ-ლაქლაქისგან გაჩენილი საშინელებანი.ცოდვა არის წიგნი,ცოდვილი არის წიგნის დამწერი,რადგან წიგნი ჰქმნის და ამრავლებს ყოველგვარ ცოდვას და ბიწიერებას”.
* * *
“ვინც წუმპეში ცხოვრობს,ფილაქანზედაც კარგად დაჯდება”.
* * *
“პასუხიმგებლობა უფროსი არის!” – (ავტორი გენია.ჯი)