ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – “ოთხმოცდაცამეტი წელი”
“ასეა: კეთილს რომ სჩადის კაცი,ბოროტებად ექცევა; ქორს რომ ფრთას გაუმთელებ,ბრჭყალებსაც გაილესავს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ერთი ფიქრით გაგიჟებულის დუმილი საშინელია”.
* * *
“როგორც მტრედებს ვერ მოიზიდავთ საფრთხობელით,ისე ხალხს ვერ მოიზიდავთ ტერორით”.
* * *
“ადამიანის ლექსიკონში სხვა სიტყვა არ არის იმისთანა ტკბილი,როგორიც არის შენდობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ისე საძრახისი არ არის ავკაცობის ჩამდენი,რამდენადაც საძრახი და საზიზღარია წინააღმდეგობის შემძლე,მაგრამ მიჩუმებული,გაუბედავი,ლაჩარი”.
* * *
“საშინელია მიწისძვრა და უფრო საშინელია სულისძვრა”.
* * *
“დედაკაცი სუსტია,მაგრამ დედა მეტად მძლავრია”.
* * *
“არაფერი ჰგავს ისე სულს,როგორც ფუტკარი.ყვავილიდან ყვავილზე გადადის,როგორც სული ვარსკვლავიდან ვარსკვლავზე, და თაფლს გვიმზადებს,როგორც სული – სინათლეს”.
* * *
“ბრინჯაოს ნიღაბს სამოქალაქო ომისას ორი გვერდი აქვს; ერთი წარსულისაკენ არის მიბრუნებული,მეორე მომავლისკენ იყურება,მაგრამ საშინელი და ტრაგიკულია ერთიც და მეორეც”.
* * *
“რასაც ბულბული გალობს,იმას ბავშვი ტიკტიკებს.იგივე საგალობელია,საგალობელი გამოურკვეველი,ნაღუღუნევი,გულის სიღრმიდან ამოძახილი.ბავშვი უფრო გრძნობს,ვიდრე მგალობელი ფრინველი,მწარე ბედისწერას ადამიანისას.ამიტომ არის,რომ პატარა ბავშვის მხიარულ გალობას,ჭმუნვით ისმენს მოზრდილი.დედამიწაზე ვერას გაიგონებს კაცი იმისთანა ტკბილს და წმინდას,როგორიც არის ადამიანის სულის ღიღინი ბავშვის ბაგეზე,შეუგნებელი განცდა აზრისა,რომელიც ჯერ მარტო ალღო არის, და ტკბილად შეჰღაღადებს მარად სიმართლეს.იქნებ მომავალი ცხოვრების სამსალის შიში იყოს ამ გალობაში,ცხოვრებაში შესვლამდე თქმული, და მდურვა ფარული და გულსაწყლავი.ბავშვის უვიცობა შესცინის უსაზღვროს და ემდურის წუთისოფელს იმ სიმწარისათვის,რომელსაც გვიმზადებს ცხოვრება.
ბავშვის ღუღუნი უფრო მეტია და ნაკლები,ვიდრე სიტყვა.ნოტები არ არის,მაგრამ გალობაა; სიტყვის მარცვლები არ არის,მაგრამ სიტყვაა.ამ ღუღუნს ზეცაში ჰქონდა დასაწყისი და აღარ გაქრება ამქვეყნად; ბავშვის გაჩენამდე იყო და ბავშვით არის მისი განგრძობა.ბავშვის ტიკტიკი გამეორება არის იმისი,რასაც ამბობდა,როდესაც ანგელოზი იყო, და რასაც იტყვის,როდესაც ადამიანად გაიზრდება.აკვანს თავისი წარსული აქვს,როგორც კუბოსა აქვს თავისი მომავალი.ეს წარსული და მომავალი ბავშვის ღუღუნში აერთებენ თავიანთ იმედს და შიშს. და არაფერი გვიმტკიცებს ასე კარგად ღმერთს,მარადობას,პასუხისმგებლობას,ორმაგობას ბედისწერისას,როგორც ეს საშინელი ჩრდილი ბავშვის ტკბილ ღუღუნში”. – (ავტორი გენია.ჯი)