ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

“ღმერთს კაცი თვალმარგალიტით სავსე სკივრთან მიუყვანია და უთქვამს: აი,ძმობილო,სიმდიდრე,რაზედაც შენ დღედაღამ ოცნებობ,ოღონდ ახლავე გაფრთხილებ – აიღებ,ინანებ და არ აიღებ,მაინც ინანებო.კაცს უფიქრია,თუკი ორივე შემთხვევაში მაინც უნდა ვინანო,უკეთესია ავიღო და მოვიხმარო,თუნდაც აგური ვიყიდო,სინანულის დროს თავში რომ ვირტყაო.აუღია და, თქვენს მტერს,რაც იმას საქმე დამართვია: ჯერ მისგან ყველას ფული უსესხია,მერე ყველა მოვალე,ძმადნაფიცი მეგობარიც კი,მტრად გადაჰკიდებია,ყაჩაღებიც დასცემია,სახლიც დაუწვავთ და თვითონაც სასწაულით გადარჩენილა სიკვდილს.გამწარებულა,მაგრამ რა გამწარებულა,უნანია,მაგრამ რა უნანია! ღმერთისთვის უკითხავს,რომ არ ამეღო,მაშინ რაღა დამემართებოდაო? არაფერიც არ დაგემართებოდა,ოღონდ,ინანებდი,რატომ არ ავიღეო და არავინ იცის,რომელი უფრო დიდი უბედურებააო…” – თამაზ ჭილაძე (ჩამავალი მზის სხივი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ულმობელი არის ბუნება.რაც უნდა მოხდეს,არ დაფარავს თავის ყვავილებს,თავის მუსიკას,თავის სურნელებას და თავის სხივებს ადამიანის სისაძაგლის გამო.ბუნება თვალწინ უყენებს ადამიანს ღვთიურ მშვენიერებას და საზოგადოებრივ საზიზღროებას,რომ უკეთ შეაგნებინოს ეს განსხვავება; პეპლის ფრთას არ შეაწევს,ბულბულის გალობას. და აიძულებს,სისხლისღვრით გახელებულს,შურისძიებით გაშმაგებულს,ბარბაროსებრ გამხეცებულს თვალი გაახილოს და სათნო და კეთილიც დაინახოს.ვერსად წაუვა ადამიანი იმ საყვედურს,რომელსაც აძლევს მის უკეთესობას ბუნების სიტკბოება და მშვენიერება.უმსგავსებას ადამიანის კანონებისას ცხადყოფს ბუნება თავისი მარადი ბრწყინვალებით.ამტვრევს და ამსხვრევს ადამიანი,ხოცავს და სპობს,მაგრამ ზაფხული ზაფხულად რჩება,ვარდი ვარდად და ვარსკვლავი ვარსკვლავად”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო (ოთხმოცდაცამეტი წელი)

* * *

“თუკი ვინმე გიყვარს,უენო და უთვალოც იყოს,გულიდან ვერ ამოიგლეჯ”. – ანა ანტონოვსკაია (დიდი მოურავი)

* * *

“ვისაც გამარჯვების სიტკბო უგემნია,დროებით დამარცხებას არ შეუშინდება! დიახ,მტერი გიმაგრებს კუნთებს,აღგაფრთოვანებს,თვალს გიმახვილებს და სურვილის არეს გიფართოებს. და… შეიძლება ყველაფერი დაიღუპოს,გარნა სამშობლოსათვის ნაღვაწი კი – არასოდეს.მარადის მისი სიცოცხლე!” -  ანა ანტონოვსკაია (დიდი მოურავი)

* * *

“უზნეო ადამიანის ბუნება სიცოცხლეს სიყვარულზე მაღლა აყენებს”. – ტომას მაინ რიდი (უთავო მხედარი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“როგორ შეიძლება ჩამოვახრჩოთ ადამიანი,თუ არა ვკითხეთ,რა მიზეზით ჩაიდინა დანაშაული და რითი შეუძლია იმართლოს თავი? მისი თვითნებური დასჯა უკანონობა,უსამართლობა – პირდაპირ მკვლელობა იქნებოდა”. - ტომას მაინ რიდი (უთავო მხედარი)

* * *

“დიდება იმ კაცს,ვინც,სამშვიდობოს გასული,თან წამოყოლილ შხამებით სავსე აბგას მდინარეში მოისვრის”. – პეტერ ჯეფერსი (ტავერნა ათი სექტემბერი)

* * *

“კაცსა და ქალს შორის სიყვარული უნამდვილესი მაშინ ყოფილა,როცა ცალკე გაძლებას სიკვდილი გირჩევნია”. – ჯინა მელოი (ქალაქის მელიები)

* * *

“დღეთა და ღამეთა წიგნში ყველაფერი წერია,ოღონდაც ცხოვრება დღეთა და ღამეთა წიგნში არ ეტევა…” - ჯინა მელოი (ქალაქის მელიები) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>