“სიბრძნის წუთი”
ერთმა ჩინელმა გლეხმა ცული დაკარგა.მან ეჭვი უმალვე მეზობლის ბიჭზე მიიტანა.რამდენიმე ხნის განმავლობაში იგი ცულის მოპარვაში ეჭვმიტანილ მეზობლის ბიჭს დიდი გულისყურით აკვირდებოდა: ცულის მპარავივით დადის; ცულის მპარავივით იყურება; ცულის მპარავს მიუგავს სიტყვა-პასუხი, – ფიქრობდა ეჭვით შეპყრობილი კაცი. – (ავტორი გენია.ჯი)
ერთხელ ბოსტნის ბარვის დროს,გლეხმა სრულიად შემთხვევით იპოვა თავისი დაკარგული ცული და გაახსენდა,რომ იგი რამდენიმე ხნის წინ სწორედ თავად დატოვა იქ.კაცმა კვლავაც მეზობლის ბიჭზე დაიწყო დაკვირვება და აღმოაჩინა,რომ – მეზობლის ბიჭი არც სახით,არც სიტყვით,არც მიხვრა-მოხვრით ქურდს არა ჰგავდა. – (ავტორი გენია.ჯი)