ამონარიდები დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებიდან…
” – ერთობ უცნაური ხასიათისა ვართ… ბუზს არ გადავიფრენთ ხანდახან თავზე… გულისწყრომას ხომ საზღვარი არა აქვს ხშირად… თუ რამ დავიჯინეთ,იმის გადათქმას სიკვდილს ვარჩევთ,თუნდაც რომ მტყუანი ვიყვეთ… უთუოდ ჩვენს ნებაზე უნდა იქნეს ყველაფერი და თუ ისე არ იქნა,საშუალებასაც აღარ გავარჩევთ,ოღონდ კი სურვილი ავისრულოთ… დათმენა არ არის… – ხშირად არც კი გვინდა ვიცოდეთ. და აი,სადამდის მივყავართ ამნაირ ჩვენს ხასიათს… თვით ღმერთსაც კი ვებრძვით… კაცი წმინდანს ებრძვის,რატომ ჩემს ნებაზე არ გაიარეო,რატომ ჩემი ნება არ აასრულეო… ამაზე მეტი შეიძლება?! აი,სადამდის მივყავართ ჩვენს გულფიცხობას… აი,სადამდის მიდის ჩვენი უგუნური გულისწყრომა!.. დამშვიდდით შვილებო,ისწავლეთ მოთმინება,რომ გულფიცხობაში ჩადენილი საქციელი შესანანებლად ისევ თქვენვე არ დაგრჩეთ!..” – (შერისხვა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთმა დასწყევლოს ამნაირი გაძაღლებული ცხოვრებაც!.. მშიერ,გაღატაკებულ კაცს რავა უნდა ენდო კაცი?! პატიოსნებაც დავიწყებული აქვს და სვინდისიც,ცოდვათაც აღარ მიაჩნია,თუკი რამე წაგღლიტა,წაგაფცქვნა,მოგატყუა,გაგაცუცურაკა! ყორიფელი დავიწყებული აქვს ამ ოხერი გაფშიკებული კუჭის გამოისობით!” – (სოლომონ მორბელაძე)
* * *
“თავს ნურავის დააჩაგვრინებ,თვარა თუ ერთხელ მიგეჩვიენ დაწიხვლას,მერე სუყველა მოგინდომებს დაბრიყვებასა და დამცირებას…” – (ქამუშაძის გაჭირვება)
* * *
“ჭკუა უნდა ყორიფელს,ჭკუა! თუ იგი ხელთა მაქვს,არც არაფერს წავაგებ რამეს!” - (ქამუშაძის გაჭირვება)
* * *
“კაცმა მიცნოს და მომყვეს,ჩემთან ნურაფრის შიში ნუ ექნება! დამიჯეროს ოღონდ,მომენდოს! მარა უბედურება ის არის,რომ სანამ უკანასკნელამდის არ გაუჭირდებათ,მანამდე არ შეიძლება სულ მთლად მოგენდოს და გიწამოს ვინმემ! ვერ დაარწმუნებ,რომ სასიკეთო გზაზე აყენებ; აგერ გადაგიხვევს და ხელიდან გაგისხლტება; მერე გეიხედავ და მორბის გამწარებული: ტირილით,ჟივილით გეხვეწება,მუხლებზე გეხვევა – “არიქა,მიშველე,შენ ხარ ჩემი მშველელი,მწყალობელი,ჩემი ღმერთი,ჩემი მაცოცხლებელიო!” მისაღები არაა ამისთანა კაცი,მაგრამ რაღას იზამ,გული არ გიშვება გააგდო,ნიშნი მოუგო,იბრალებ და რამდენადაც შესაძლებელი იქნება,შველი”. - (ქამუშაძის გაჭირვება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“აბა,ის რა კაცია,მარტო თავის თავზე ფიქრობდეს… არა,შენი საქმეც გეიკეთე და ქვეყნისათვისაც იყავი სასარგებლო…” - (ქამუშაძის გაჭირვება)
* * *
” – სადაც მეტი ხალხია,იქ მეცადინე კაცისთვისაც უფრო მეტია შემთხვევაც რამე იშოვოს!” - (ქამუშაძის გაჭირვება)
* * *
“სინდისდაკარგულთან რა გაგივა!” – (ბაკულას ღორები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყველასაგან მარტო ჩივილს თუ გაიგონებ თავის უსაშველობაზე,თავის გაჭირვებაზე… თავის გამწარებული ცხოვრების ამბავს თუ მოგიყვება,თორემ მხიარულ სიტყვას იშვიათად თუ ვისმესაგან გაიგონებ… ყველა წუხს,ყველა დაღონებულია,ბედის მომჩივანია… ასე მეჩვენება,თითქოს ქვეყანაზე მწუხარების მეტი არა იყოს-რა… ყველაფერი უხალისო,უფერული,ჩამობნელებული მეხატება!..” – (უბედურება)